თუ ჯერ კიდევ არ იცით, რა მოამზადოთ ქათმის გულმკერდიდან, Gastronomia.ge–ს რედაქცია მარტივად მოსამზადებელ რეცეპტს გთავაზობთ. ძალიან ნაზი და წვნიანი წასახემსებელი გამოდის იმის მიუხედავად, რომ ქათმის ხორცი მშრალია.
ინგრედიენტები:
- 3 ქათმის გულმკერდი
- 1 კვერცხი
- 2-3 ს/კ მაიონეზი
- 2-3 ს/კ ფქვილი
- 3-4 კბილი ნიორი
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- ქათმის გულმკერდი პატარა ნაჭრებად დაჭერით, მაიონეზი, კვერცხი, მარილი, წიწაკა და დაპრესილი ნიორი დაუმატეთ.
- კონსისტენციით ოლადების მსგავსი ცომი უნდა გამოვიდეს.
- ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ და კოვზი „აწეწილი“ ნარევი ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
- როგორც ცხელი, ასევე ცივი ძალიან გემრიელია.
- გემრიელად მიირთვით!