ჩემი ფავორიტი! კომბოსტოს ცხარე სალათი

785

აღმოსავლური კერძები ძალიან მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ მოვამზადო და ვისწავლო მათი კულტურა. ჩემი ფავორიტი ეს ცხარე სალათია, რომელსაც ძალიან ხშირად მივირთმევ.

დღეს მინდა გაგიზიაროთ ამ სალათის უმარტივესი რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • პეკინური კომბოსტო 750გ
  • ნიორი 30გ
  • ჯანჯაფილი 15გ
  • მარილი და შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • წყალი 80მლ
  • პაპრიკა 1,5 სუფრის კოვზი
  • წიწაკა ჩილი 0,5 ჩაის კოვზი
  • სტაფილო 1 ცალი
  • მწვანე ხახვი 20გ
  • ვაშლის ძმარი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

1.დაჭერით კომბოსტო, გახეხეთ სტაფილო და დააქუცმაცეთ მწვანე ხახვი.მომზადებული ბოსტნეული ღრმა ჯამში გადაიტანეთ.

2.მოამზადეთ სოუსი. ნიორი და ჯანჯაფილი გახეხეთ. მოათავსეთ სანელებლებიან ფილაში.

3.მოასხით წყალი და მოურიეთ. სოუსი მოასხით ბოსტნეულს. მოასხით ზეთი და ძმარი.

4.დაელოდეთ, რათა ბოსტნეულმა შეიწოვოს ინგრედიენტები და შემდეგ დააგემოვნეთ.

გემრიელად მიირთვით!