ჩასანიშნად: 7 საიდუმლო ხრიკი იდეალური მოხარშული ცომის მოსამზადებლად

1100

უნაზესი მოხარშული ტკბილი ღვეზელი – ჰაეროვანი ცომის გასაოცარი გემო, რომელიც თითქმის ყველას ბავშვობიდან ახსოვს. ყველაზე მოწესრიგებული დიასახლისებიც კი ყოველთვის ვერ ფლობენ ზუსტად ისეთი ბუშტებიანი მოხარშული ცომის მომზადების ოსტატობას, ჩაფიქრებულ რეცეპტებს გვერდზე დებენ და მათ გამოყენებას ვერ ბედავენ.

რედაქცია გირჩევთ, რომ კულინარიული ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. სწორედ ამიტომ, დღეს გიზიარებთ 7 გამოცდილ ხრიკს, რომელთა დახმარებით ნებისმიერი მოხარშული დესერტისთვის იდეალურ ცომს მოამზადებთ.

როგორ მოვამზადოთ მოხარშული ცომი

1. დუღილის წერტილს ყურადღება მიაქციეთ. პრეტენზიულ მოხარშულ ცომს გულგრილობა არ უყვარს! ინგრედიენტების მითითებული პროპორციები აუცილებლად დაიცავით და ქვაბში წყალს ადუღების საშუალება არ მისცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცომი ჰაეროვნებას დაკარგავს და გასქელდება.

2. “ფქვილის დესანტის“ საიდუმლო. შეუჩერებლივ და ტალღოვნად ფქვილი თხევად ცომს დაუმატეთ. მოხარშულ შედევრებს სინელე არ უყვართ. ფქვილი სწრაფად რომ დაამატოთ, შუაზე გაკეცილი ქაღალდი გამოიყენეთ, რომლითაც ფქვილს საჭირო სიჩქარით ჩაყრით. ყველაფრის კარგად მორევა არ დაგავიწყდეთ!

3. ბულგაკოვის საიდუმლო ან „საბედისწერო კვერცხის“ წესი. არსი მარტივია: ცხელი ცომის ტემპერატურა იდეალური უნდა იყოს იმისთვის, რომ კვერცხი მასში გაიხსნას და არა მზაკვრულად მოიხარშოს.

4. სველი საცხობი ფორმა. ცომის გამოცხობამდე საცხობი ფორმა ცხიმის ზემოდან წყლით აუცილებლად დანამეთ. აუცილებელი სისველის პირობებში ფუნთუშები და ღვეზელები ამოსვლას შეძლებს და არ დაიწვება.

5. ჩაის კოვზის საიდუმლო. ცომი საცხობ ფორმაზე ჩაის კოვზით გადაიტანეთ. ერთი კოვზი მრგვალი ღვეზელის ფორმისთვის საკმარისია, 2 ჩ/კ – ეკლერისთვის იდეალურია.

6. წინასწარ გახურებული ღუმელი. ღუმელი მკაცრად 180 გრადუსამდე გაახურეთ და მოხარშული ცომი მხოლოდ ამ ტემპერატურაზე გამოაცხვეთ. მითითებული პარამეტრით ჰაეროვანი დესერტისთვის იდეალური „კლიმატი“ იქმნება.

7. ცომის სრულად გამოცხობამდე ღუმელის კარი არ გააღოთ! თუ ღუმელს დროზე ადრე გააღებთ, ღვეზელი უბრალოდ დაიწევს და სიფაფუკეს დაკარგავს.

ამ საიდუმლო ხრიკებით შეგიძლიათ სახლის პირობებში ნებისმიერ ჰაეროვან ცომს და მოხარშულ ღვეზელებს გაუმკლავდეთ.

თქვენი საკონდიტრო უნარები თამამად სრულყავით. კულინარიული ხრიკები მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.