პურის ხარშო – უბრალო და ძალიან გემრიელი ბავშვობის გემო

3984

პურის ხარშოს აღმოსავლეთ საქართველოში ამზადებენ. მშრალი ჰავის გამო აქ პური ნაკლებად ობდება, უკეთ ინახება. დასავლეთ საქართველოს ნესტში ხარშოსთვის საჭირო პურის შენახვა გაცილებით რთულია. მოდით მოვამზადოთ ეს არაჩვეულებრივი კერძი.

ინგრედიენტები: 

  • შოთის პური- 1 საშუალო ზომის
  • ხახვი- 2 თავი
  • კარაქი – 50 გ
  • წყალი – 1,5 ლ
  • კვერცხი – 5 ცალი
  • ოხრახუში – 50 გ
  • ქინძი – 20 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. შოთი დაჭერით პატარა ნაჭრებად და გამოსაშრობად დადეთ გრილ, მშრალ ადგილას 4-5 დღე.
  2. დაჭერით ხახვი წვრილად და საშუალო ზომის ქვაბში კარაქთან ერთად დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ, სანამ არ გაოქროსფერდება. დაასხით 1,5 ლ ადუღებული წყალი.
  3. გათქვიფეთ კვერცხი და დაასხით ადუღებული წყლისა და ხახვის ნაზავს, თან გამუდმებით ურიეთ. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ქინძი და მარილი. ბოლოს კი წინასწარ გამომშრალი პურის ნაჭრები ჩააყარეთ.
  4. დაახურეთ ქვაბს თავსახური და გადმოდგით ცეცხლიდან. სასურველია, 10-15 წუთს თავდახურულ ქვაბში გააჩეროთ და მხოლოდ შემდეგ მიირთვით.