ჩიზქეიქი შედედებული რძით

1132

ჩიზქეიქი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია. მისი შეძენა ნებიმიერ კაფეში შეგიძლიათ. შესაბამისად მისი მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს. დღს ჩვენ მოვამზადებთ – ჩიზქეიქს შედედებული რძით.

ეს დესერტი უცნაურია იმით, რომ შედგება 4 ფენა შიგთავსისგან, რომელიც ერთმანეთტან საოცრად ჰარმონირებს. მისი დიზაინი უმალვე დაგაინტრიგებთ, ხოლო გემო კი ჭკუას დაგაკარგვინებთ. ეს დესერტი ტკბილის არამოყვარულებსაც ძალიან მოეწონებათ.

ინგრედიენტები

  • ორცხობილა 200გ
  • კარაქი 200გ
  • წყალი 2 სუფრის კოვზი
  • ხაჭო 1კგ
  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 160გ
  • ვანილის პუდინგი 40გ
  • ყაყაჩო 200გ
  • ხორბლის ფქვილი 1 სუფრის კოვზი
  • შედედებული რძე 400გ
  • შავი შოკოლადი 100გ
  • რძე 80გ
  • არაჟანი 100გ
  • ჟელატინი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.დაფხვენით ორცხობილა, დაუმატეთ წყალი და 100გ დარბილებული კარაქი, მოურიეთ.

2.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, მასში მოათავსეთ კარაქიანი ორცხობილა, მოასწორეთ და მოათავსეთ მაცივარში.

3.შიგთავსის მოსამზადებლად, ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი აქაფებამდე. ხორცსაკეპში გამოატარეთ 900გ ხაჭო, დაუმატეთ ათქვეფილ კვერცხს პუდინგთან და დარბილებულ კარაქთან ერთად, კარგად ათქვიფეთ მიქსერით და გაყავით 4 ტოლ ნაწილად.

4.ერთ ულუფა შიგთავსს დაუმატეთ ყაყაჩო ფქვილში გარეული, მეორეში – 200მლ შედედებული რძე, მესამეში – შოკოლადი, რძესთან ერთად გალღვობილი, ხოლო მეოთხეში – დარჩენილი ხაჭო. თითოეულს კარგად მოურიეთ.

5.ფორმაში მოათავსეთ 2-3 სურის კოვზი თითოეული შიგთავსი.

6.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთი, შემდეგ ტემპერატურა ჩამოიყვანეთ 140 გრადუსამდე და გამოაცხვეთ კიდევ 50 წუთი. გამომცხვარი ორცხობილა დატოვეთ ღუმელშ, გამოაღეთ კარი და დაელოდეთ მის გაგრილებას.

7.მოვამზადოთ მინანქარი. ჟელატინს დაასხით წყალი და დატოვეთ 15 წუთი. არაჟანს დაუმატეთ დარჩენილი შედედებული რძე და წამოადუღეთ, მაგრამ არ აადუღოთ.

8.დაუმატეთ ჟელატინი და კარგად მოურიეთ. გააგრილეთ მინანქარი და მოასხით ჩიზქეიქს. მზა დესერტი 6 საათი მოათავსეთ მაცივარში.

ტკბილეული გააფორმეთ თქვენი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!