შოკოლადის ტორტის რეცეპტი ფქვილის გარეშე

1675

თუ ოჯახს რაღაც ტკბილი სურს, მაგრამ დრო ძალიან ცოტა მაქვს, სწრაფი რეცეპტები ყოველთვის მშველის. ხილის სმუზი, ვაშლის შარლოტა და არაჟნის კექსი უკვე მოსაბზრებელი გახდა, ამიტომ რაღაც ახლის მომზადება გადავწყვიტე.

გამახსენდა, ჩვენი სტუმრობისას როგორ აცხობდა ჩემი ოდესელი ბებია წარმოიდგენელ ტორტ “შოკოლადის ჰერცოგს”. ამ დესერტის გამოსაცხობად ძალიან ცოტა ინგრედიენტია საჭირო, და, რაც მთავარია, ერთი გრამი ფქვილიც კი არ გჭიდებათ!

ინგრედიენტები

  • 450 გრ შავი შოკოლადი
  • 150 გრ შაქარი
  • 250 მლ ნაღები
  • 250 გრ კარაქი
  • 6 ც კვერცხი
  • მწიკვით მარილი

მომზადების წესი

1. ჭურჭელში გაათბეთ დარბილებული შოკოლადი ნახევარი ნაღებთან ერთად, შემდეგ კი მოადუღეთ. როგორც კი შოკოლადი მთლიანად გაიხსნება, დაუმატეთ მარილი და კარაქი. ხელის სათქვეფით მოურიეთ, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს.

2. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად მანამ, სანამ მასა მოცულობაში 3-ჯერ არ გაიზრდება. თანდათან ჩაასხით კვერცხი შოკოლადში და მუდმივად მოურიეთ.

3. დიამეტრით 24 სმ-იან საცხობ ფორმაში გააკარით პერგამენტი და ცხელი წყლით სავსე ჭურჭელში მოათავსეთ, რომელმაც საცხობი ფორმის მხოლოდ 1-2 სმ უნდა დაფაროს.

4. ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და ცივ ღუმელში მოათავსეთ. შემდეგ ღუმელი 150 გრადუსზე გააცხელეთ და დესერტი ზუსტად 45 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ღუმელის კარი არ გააღოთ. შემდეგ გამორთეთ ღუმელი და ტორტი მასში დატოვეთ 1 საათის განმავლობაში, სანამ მთლიანად გაგრილდება. ტორტი ამოიღეთ საცხობი ფორმიდან და 6 საათით მაცივარში შეინახეთ.

5. მინანქრის მოსამზადებლად, პატარა ჭურჭელში შეურიეთ 125 მლ ნაღები და 100 გრ შოკოლადი. მუდმივად მოურიეთ, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი. მინანქარი გააგრილეთ, შემდეგ კი ტორტის ზედაპირზე დაასხით და რამდენიმე საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

მზა შოკოლადის ტორტი შეგიძლიათ გააფორმოთ დაჭრილი ნიგვზით, ჩირით ან კონფეტებით. გემრიელად მიირთვით!