მოამზადეთ მწვანე პომიდვრის მწნილი კორეულად, რომელიც 8 საათის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ

1929

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ მწვანე პომიდვრის მწნილი კორეული მეთოდით. მწნილი გამოდის ცხარე და საოცრად გემრიელი.

ამ რეცეპტით მომზადებული მწნილი 8 საათის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ, ან უბრალოდ მოხუფოთ ზამთრისთვის, ამისათვის საკმარისია მზა მწნილი დაასტერილოთ წყლის ორთქლზე 10-15 წუთის განმავლობაში.

ინგრედიენტები

  • 500 გრ მწვანე პომიდორი
  • 1/2 ს.კ. მარილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 25 მლ ძმარი
  • 25 მლ რაფინირებული მცენარეული ზეთი
  • 1 ც ბულგარული წიწაკა
  • 2 თავი ნიორი
  • ცხარე პილპილი
  • მწვანილი

მომზადების წესი 

1. ამ რეცეპტში, აუცილებელია დაჭრათ პომიდორი თანაბარი სისქის ნახევარ რგოლებად, სისქით ისინი დაახლოებით ნახევარი სმ უნდა იყოს.

2. ბულგარული წიწაკა დაჭერით წვრილ ზოლებად. დაჭერით მწვანილი, ნიორი კი წვრილად დახეხეთ. ცხარე პილპილიდან ამოიღეთ თესლი და თხელ ნაჭრებად აჭერით. ყველა ბოსტნეული და მწვანილი შეურიეთ ერთმანეთს.

3. მწნილისთვის მარინადი მოამზადეთ ზეთით, მწვანილით, ძმრითა და სანელებელით. მზა მარინადი შეურიეთ ბოსტნეულს და კარგად აურიეთ.

4.მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილებში, დაახურეთ კაპრონის თავსახური და შეინახეთ საყინულეში მინიმუმ 8 საათით.

უგემრიელესი მწვანე პომიდვრის მწნილი მზადაა!