შინაურული რძიანი კარამელი: ყველაზე მარტივი პროდუქტები, გემო კი სიამოვნების სიმაღლეზე

1283

კარამელის გემო განუმეორებელია. არც ერთ ტკბილეულს არ აქვს ასეთი ნაზი, არომატული და გაჯერებული გემო. კარამელის სახლში მომზადება სცადეთ.

მისი გაკეთება რთული არაა. თქვენ ძალიან გემრიელი დესერტი გამოგივათ, რომელიც პირში დადნება. ამასთან, შინაურულ კარამელს მხოლოდ ნატურალური პროდუქტები სჭირდება. ის რძის საფუძველზე მზადდება. არანაირი მავნე დანამატი. ამ ტკბილეულის მომზადებას შეუდექით.

შინაურული კარამელი

ინგრედიენტები:

  • 1-2 ლ რძე
  • 3 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა მშრალი რძე
  • 100 გრ კარაქი

მომზადება:

1. პირველ რიგში, კარაქის გარდა ყველა ინგრედიენტი აურიეთ.

2. მასა ქვაბში გადაიტანეთ და სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ. ხარშეთ მანამ, სანამ ტკბილი მასა ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს.

3. როგორც კი მასა ყავისფერი გახდება, კარაქი დაუმატეთ და სრულ მომზადებამდე ხარშეთ.

კარამელის მომზადებაზე ზუსტად ნახევარ საათს დახარჯავთ. თუ კარამელის ხარშვას მითითებულ დროზე ნაკლებს დაუთმობთ, კარამელს კი არა მოხარშულ, შესქელებულ რძეს მიიღებთ. თუ კარამელს გადახარშავთ, მაშინ ირისს მიიღებთ, რაც ცუდი არაა!

თუ დაუყონებლივ კარამელის მომზადების სურვილი გაგიჩნდათ, ამაში საშიში არაფერია. რეცეპტი საკმაოდ მარტივი და შთამაგონებელია! მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ, კარამელით ყველამ უნდა ისიამოვნოს!