სარდინების უზომოდ სასარგებლო სალათი, რომელიც თქვენს ორგანიზმს ვიტამინებით მოამარაგებს

664

საუკეთესო ხემსი კონსერვირებული სარდინებისგან: ნოყიერი, გემრიელი და საამაყო.

1.პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სარდინები ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ის შეიცავს ცილას, კალცს, იოდს, კალიუმს, მაგნიუმს, ფტორს და სხვა მიკროელემენტებს.

2.მისი არაგაჯერებული ცხმიმი მეტად სასარგებლოა, ვიდრე ცხოველურ ნაწარმებში არსებული ცხიმი.

3.ორსულებისთვისაც სასარგებლოა ამ სახეობის თევზი. ეს პროდუქტი დადებით გავლენას ახდენს მხედველობის სისტემაზე. ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ ვიტამინი B და D, შედის არდინის ცხიმოვანი და კუნთოვანი მასის შემადგენლობაში.

ინგრედიენტები

  • 250გ დაკონსერვებული სარდინი
  • 4-5 კვერცხი
  • მარილი
  • წიწაკა
  • მწვანე ხახვი
  • 100-130გ მაიონეზი

მომზადება

1.ეს სალათი მზადდება ძალიან მარტივად. ქილაში არსებული მასა გადმოიტანეთ თეფშზე. დაჭყლიტეთ ჩანგლით, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.მოხარშეთ კვერცხი, წვრილად დაჭერით ან გახეხეთ.

3.კვერცხს დაუმატეთ თევზი, წვრილად დაჭრილი ხახვი და მაიონეზი, მოურიეთ.

4.სალათი გადაუსვთ ახალ პურს და დატკბით!

გემრიელად მიირთვით!