შინაურული კეტჩუპის რეცეპტი, რომელიც გემოთი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება

დღესდღეობით სუპერმარკეტის დახლებზე ნებისმიერი გემოვნების და ფასის კეტჩუპს იპოვით, მაგრამ რა შეიძლება იყოს სახლში ნატურალური ინგრედიენტებისგან საკუთარი ხელით მომზადებულ კეტჩუპზე უკეთესი? სწორია – არაფერი!

სწორედ ამიტომ, დღეს ძალიან მარტივ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც შინაურული კეტჩუპის მომზადებაში დაგეხმარებათ. ასეთი კეტჩუპი მაღაზიაში ნაყიდს გემოთი არაფრით ჩამოუვარდება.

როგორ მოვამზადოთ შინაურული კეტჩუპი


ინგრედიენტები:

  • 3 კგ პომიდორი
  • 0,5 კგ ვაშლი
  • 0,25 კგ ხახვი
  • 1 ს/კ მარილი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 50 გრ ვაშლის ძმარი
  • წითელი, შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

ინგრედიენტები დაჭერით და ხარშეთ, სანამ ხახვი არ დარბილდება. შემდეგ ყველაფერი დააბლენდერეთ და გასქელებამდე ხარშეთ (დაახლოებით 50 წუთი). ხარშვის დროს მარილი, შაქარი, 2 სახეობის წიწაკა და ვაშლის ძმარი დაუმატეთ. როცა ნარევი გასქელდება, ცეცხლიდან გადმოდგით, ქილებში გადაანაწილეთ და მოხუფეთ.

ამ კეტჩუპის გემო ვაშლის სახეობაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ და კეტჩუპის გაკეთება მჟავე ან ტკბილი ხილით სცადოთ. ასევე შეგიძლიათ ნიორი და სხვა სანელებლები დაუმატოთ.

კეტჩუპის ამ რეცეპტით მომზადება სცადეთ და არ ინანებთ. ბევრი გააკეთეთ, რომ ოჯახის წევრებმა დაზამთრებამდე ბოლომდე არ შესანსლონ!