შვედური ვაშლის ღვეზელი: ფუმფულა, წვნიანი და საიმედო

1434

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ვაშლის ღვეზელს შვედური რეცეპტით.

ცომის ინგრედიენტები:

  • 3 საშუალო ზომის კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი ვანილი
  • 300 გრ შაქარი
  • 220 გრ კარაქი
  • 160 მლ რძე
  • 280 გრ ფქვილი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 600 გრ გასუფთავებული ვაშლი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი, ცედრა (ან 2 ჩ/კ დარიჩინი)

მომზადების წესი:

  1. ცომის მოსამზადებლად პროდუქტები ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
  2. გასუფთავებული ვაშლი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით, დარიჩინი და შაქარი დაუმატეთ, აურიეთ.
  3. კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად აქაფებამდე ათქვიფეთ. შაქარი, ვანილის შაქარი დაუმატეთ და მიქსერით მოცულობის გაზრდამდე ათქვიფეთ.
  4. მიქსერით აურიეთ და წვრილ–წვრილად თბილი რძე დაუმატეთ.
  5. გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ. ნახევარი ფქვილი მასას დაუმატეთ და ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე აურიეთ. დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ცომი მზადაა.
  6. ცომი საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. წინასწარ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ცომი ფორმაში გაათანაბრეთ. ზემოდან ვაშლის ნაჭრები მოაყარეთ, მსუბუქად თითოეულ ვაშლის ნაჭერს ჩააწექით. ვაშლის წვენი სუფრის კოვზით ზემოდან მოასხით.
  7. 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთით აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.
  8. გემრიელ ჩაის სმას გისურვებთ!