შეუდარებელი ტორტი “პანი ვალევსკაია”: ერთხელ გავსინჯე და გემოს ვერ ვივიწყებ

2085

რაიმე უჩვეულოსა და გემრიელის მოყვარულებისთვის ჩვენ ყოველთვის გვაქვს საინტერესო რეცეპტები. მაგრამ რა უნდა აირჩიო? თუ გსურთ, ოჯახის წევრები საუცხოო დესერტით ასიამოვნოთ, მოამზადეთ ტორტი “პანი ვალევსკაია”, რომელიც მსუბუქი ბეზესა და თხილისაგან შედგება.

ვის სახელს ატარებს ტორტი? მარია ვალევსკაია, პოლონელი არისტოკრატი, ულამაზესი ქალი,  ნაპოლეონ ბონაპარტის შეყვარებული იყო, რომელმაც მას შვილი გაუჩინა.

სიმართლე გითხრათ, ტორტის მომზადება ადვილი არ არის, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს.

ინგრედიენტები

  • 4 ჭიქა შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 300 გრ კარაქი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 20 გრ ლიმონის ცედრა
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 10 კვერცხის ცილა
  • 10 კვერცხის გული
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 10 გრ ვანილის შაქარი

მომზადება

  1. მოამზადეთ ფენები. ათქვიფეთ 1 კვერცხი, 100 გრ კარაქი და 1 ჭიქა შაქარი. დაამატეთ თაფლი, არაჟანი, სოდა და ლიმონის ცედრა. დააყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ სქელი ცომი.
  2. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, წაუსვით კარაქი. გამოაცხვეთ სამი ფენა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში თითო 15-20 წუთის განმავლობაში.
  3. მოამზადეთ ბეზე. ათქვიფეთ 10 კვერცხის ცილა, დაამატეთ 2 ჭიქა შაქარი. მზა მყარი მaსა დაასხით საცხობ ფორმაზე, შედგით 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით, შემდეგ დაუკელით ტემპერატურას 100 გრადუსამდე, ოდნავ გამოაღეთ ღუმელის კარი და კიდევ 1 საათი გამოაცხვეთ.
  4. მოამზადეთ კრემი. გააცხელეთ 1 ჭიქა რძე და 1 ჭიქა შაქარი, არ წამოადუღოთ. ათქვიფეთ 10 კვერცხის გული, დაუმატეთ მასას, მოურიეთ შესქელებამდე და მოხსენით ცეცხლიდან.
  5. გააცივეთ კრემი, დაუმატეთ 200 გრ კარაქი, ვანილის შაქარი და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ნიგვზის ნაწილი.
  6. გაფხვენით ბეზე.
  7. წაუსვით ყოველ ფენას ჯერ კრემი, მერე მოაყარეთ ბეზე. ბოლო ფენას მოაყარეთ დარჩენილი ნიგოზი. შედგით ტორტი მაცივარში რამდენიმე საათით.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ ტორტი მორთოთ შოკოლადის მინანქრით. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!