შემწვარი ბულგარული წიწაკა პომიდვრით და ნივრით ფარშირებული

527

უმეტესობა ჩვენგანი ტკბილ წიწაკას კლასიკურ ვარიანტში ამზადებს: ბრინჯით ავსებს და გრილზე წვავს. არსებობს ბევრი საინტერესო რეცეპტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ უბრალო ბოსტნეული დიდებულ კერძად აქციოთ. დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია სწორედ ასეთ რეცეპტს გთავაზობთ. თუ შემწვარი ბულგარული წიწაკი პომიდვრით არ გაგისინჯავთ, ეს უნდა გამოასწოროთ.

წვნიანი კერძი ნივრის არომატით თქვენი ერთ–ერთი ფავორიტი საზაფხულო წასახემსებელი გახდება. ტკბილი წიწაკა ამ რეცეპტით მარტივად მზადდება. თესლისგან გაწმენდაც საჭირო არაა, რადგან მასთან ერთად უფრო არომატული და წვნიანი გამოდის.

როგორ მოვამზადოთ შემწვარი ბულგარული წიწაკა პომიდვრით

შეგახსენებთ, რომ ბოსტნეული აუცილებლად თავდახურულ ტაფაზე უნდა შეწვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქურა მისი შხეფებით დაიფარება. ცხელი წვეთებით რომ არ დაიწვათ და სუფთა სამზარეულო შეინარჩუნოთ, ეს მომენტი არ დაგავიწყდეთ.

ინგრედიენტები:

  • 7 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 2 პომიდორი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • 10 გ კამა
  • 7 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ს/კ ძმარი

მომზადების წესი:

1. ბულგარული წიწაკა კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. ფარშის ჩასადებად ჩაჭერით.

2. ნივრის კბილები გაასუფთავეთ. თხელ ფირფიტებად დაჭერით. პომიდორი კარგად გარეცხეთ. პატარა ნაჭრებად დაჭერით.

3. ნიორი და პომიდორი ტკბილ წიწაკაში ჩადეთ.

4. ფარშირებული ბოსტნეულ ცხელ ტაფაზე მცენარეულ ზეთში მოათავსეთ. მარილი მოაყარეთ. თავსახური დაახურეთ და შეწითლებამდე შეწვით. პერიოდულად სხვა მხარეს გადაატრიალეთ.

5. მზა ბოსტნეული თეფშზე გადაიტანეთ და ძმარი მოასხით. კამა დააქუცმაცეთ, კერძს მოაყარეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

წასახემსებელი როგორც ცხელი, ასევე ცივი კარგია. ზაფხულში გული იჯერეთ. ბრინჯის და ხორცის ნარევით ფარშირება ზამთრისთვის გადადეთ, ახლა ბულგარული წიწაკა განსხვავებული მეთოდით მოამზადეთ. ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. გემრიელად მიირთვით!