შებრაწული კარტოფილი ღუმელში – სამარხვო რეცეპტი

1783

ამ კერძის მომზადება იმდენად მარტივია, რომ ბავშვიც კი გაართმევს თავს. დიასახლისების ნაწილი კარტოფილს მაიონეზით ან ნაღებით აცხობს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს უგემრიელესი კერძი სამარხვოდ ვაქციოთ.

არ დაგჭირდებათ კარტოფილის დაქუცმაცება და მაიონეზი. თქვწნ დაგჭირდებათ – კარტოფილი, მცენარეული ზეთი, მარილი და სანელებლები სურვილისამებრ.

კარტოფილის კარგად შესაწვავად, რამდენიმე ეშმაკობაც არის საჭირო. მათ დახმარებით თქვენი კარტოფილი იქნება სასიამოვნოდ ხრაშუნა და ძალიან არომატული.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 1,5-2კგ
  • მცენარეული ზეთი 150მლ
  • მარილი 1-1,5 ჩაის კოვზი
  • სანელებლები და მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ და მსხვილად დაჭერით კარტოფილი.

2.ზეთი ჩაასხით ღრმა ჯამში. დაუმატეთ მარილი და სანელებლები. გამომცხვარ კარტოფილს ძალიან უხდება კამა.

3.ჯამში არსებული ზეთი მოასხით კარტოფილს და კარგად მოურიეთ. ეს არის პირველი მეთოდი ხრაშუნა კარტოფილის მისაღებად.

4.კარტოფილი მოათსვეთ ფირფიტაზე ერთმანეთისგან მოშორებით, სწორედ ეს არის მეორე მეთოდი.

5.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუტი (თუ საჭირო გახდა, ცობისას გადმოაბრუნეთ კარტოფილი).

ამ კერძს ზალიან უხდება, სამარხვო სოუსები, ლობიო და ხიზილალა.

გემრიელად მიირთვით!