სახლში მომზადებული ყველი – ნატურალური, სასარგებლო და ძალიან გემრიელი პროდუქტია.
მაგარი ყველის მომზადებას ძალიან რთული პროცესები ზდევს წინ.
ხოლო რბილი ყველის მომზადება, მაგალითათ როგორიცაა ადიგრნური და ბრინზის, უმარტივესად მზადდება სახლის პირობებში.
ინგრედიენტები
- რძე 2ლ
- არაჟანი 5 სუფრის კოვზი
- ლიმონის წვენი 4 სუფრის კოვზი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- რძე ჩაასხით ქვაბში, მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე.
- თბილ რძეს დაუმატეთ არაჟანი და კარგად მოურიეთ.
- როცა მასა გაცხელდება (სანამ ადუღდება), დაუმატეთ ლიმონის წვენი, მოაყარეთ ნარილი და მიიყვანეთ დუღებამდე.
- დაადაბლეთ ცეცხლი და დაელოდეთ 1 წუთი.
- თუშფალანგში მოათავსეთ 2 ფენა მარლა და ჩაასხით ქვაბში არსებული მასა. კარგად გამოწურეთ, ჩაასხით ქილაში.
- მარლის მოუხსნელად ყველზე მოათავსეთ თეფში. ერთ საათში ყველი მზად არის.
- დარჩენილ სითხეს მოაყარეთ მარილი. ყველი დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ სითხესთან ერთად ქილაში.
- ამ მარილიან სითხეში ყველის რამდენიმე დღე შენახვა შეიძლება. რძეში შეგიძლიათ დაუმატოთ სანელებლები, მწვანილი ან წიწაკა.
გემრიელად მიირთვით!