ყველის ჩხირები სულ რაღაც 10 წუთში: მაღაზიის ჩიფსებზე ბევრად სასარგებლო

2195

თუ საღამოობით ჩიფსებისა და ჩხირების კნატუნი გიყვართ, ალბათ არაერთხელ გიცდიათ საყვარელი ხემსების შინ მომზადებული ანალოგების მოძიება. ვარიანტი ბევრია, მაგრამ მათ შორის მართლაც გემრიელის პოვნა რთული.

გთავაზობთ სცადოთ ყველის ჩხირები, რომლებიც ძალიან სწრაფად მზადდება და უგემრიელესიცაა. მაშ ასე, შეუდექით მომზადებას ჩვენთან ერთად!

ინგრედიენტები

  • 250 გრ ჩედერი
  • 200 გრ ფქვილი
  • 110 გრ კარაქი
  • 6 ს.კ. ნაღები
  • 0,5 ჩ.კ. როზმარინი
  • 0,5 ჩ.კ. ბეგქონდარა
  • 0,5 ჩ.კ. წითელი დაფქული წიწაკა
  • 1 ჩ.კ. მარილი

მომზადება

  1. გახეხეთ ყველი და შეურიეთ დაქუცმაცებულ სუნელებთან. დაამატეთ ფქვილი, მარილი, პილპილი. დააბლენდერეთ მასა. ჩედერის ნაცვლად შეგიძლიათ ნებისმიერი მაგარი ყველი გამოიყენოთ.
  2. ყველის მასას დაუმატეთ დარბილებული კარაქი, ნაღები და მოზილეთ მკვრივი ცომი.
  3. გააბრტყელეთ ცომი და დაჭერით თხელ ზოლებად. დაალაგეთ ზოლები საცხობ ფორმაზე, შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.

მიირთვით გაცივებული ხემსი საყვარელ სოუსებთან და სასმელებთან. ასევე ის შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემ-სუპების მოსართავად და სალათებშიც. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!