ბარხატისებური ბლინები “3 ჭიქა”

538

ძალიან დიდი ხანი ვეძებდი უსაფუარი ბლინების რეცეპტს, რომელიც არ იხევა და კარგად ინახავს გულსართს. საბედნიეროდ ამ რეცეპტს მივაგენი და უზომოდ კმაყოფილი ვარ.

ბლინები გამოდის თხელი, რბილი და ბარხატისებური.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • რძე 1 ჭიქა
  • წყალი 1 ჭიქა
  • ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა
  • მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • ვანილი 4გ

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი და ვანილი.

2.მიღებულ მასას დაუმატეთ რძე და ფქვილი. კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლენდერი.

3.ბლინები ცომს ეტაპობრივად დაუმატეთ ცხელი წყალი. ჩაასხით მცენარეული ზეთი და ისევ მოურიეთ.

4.ტაფა დაამუშავეთ ცხიმი და ორივე მხრიდან შეწვით ბლინები.

გემრიელად მიირთვით!