ყველასათვის ნაცნობი ვინიგრეტის ახალი გემო

1106

ლეგენდარული ვინიგრეტი, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი დღემდე ძალიან პოპულარული კერძია. მაგრამ უკვე ამ კერძით სტუმრის გაოცება გაგიჭირდებათ. დღეს ჩვენ საპირისპიროს დამტკიცებას ვაპირებთ.

კლასიკური ვინიგრეტის გაფუჭება ძალიან რთულია. დღეს მე მინდა გასწავლოთ უგემრიელესი სოუსის რეცეპტი, რომელიც ამ კერძს უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.

ინგრედიენტები სალათისთვის

  • 2 საშუალო ჭარხალი
  • 4-5 საშუალო კარტოფილი
  • 2 სტაფილო
  • 5-6 მწნილი კიტრი
  • 1 ხახვი
  • 250გ დაკონსერვებული მწვანე ბარდა

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 2 კვერცხი
  • მარილი
  • 20გ შაქარი
  • მცენარეული ზეთი
  • ძმარი ან მწნილი კიტრის წვენი
  • 20გ მწარე მდოგვი

მომზადება

1.თავდაპირელად მოვამზადოთ პროდუქტები. ჭარხალი უმჯობესია გამოვაცხოთ ფოლგაში.სტაფილო, კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ.

2.მზა ჭარხალი, კარტოფილი, სტაფილო და კიტრი დაჭერით კუბიკებად. ხახვიც მსგავსად დააქუცმაცეთ და მოათავსეთ ქვაბში.

3.დაუმატეთ ბარდა, სურვილისამებრ შეგიძლაით გამოიყენოთ დამატებით კომბოსტო ან ლობიო.

4.ახლა კი დავიწყოთ სოუსის მომზადება. ჯამში მოათავსეთ 2 კვერცხის გული, მდოგვი, შაქარი და მარილი. მოასხით ცოტა ზეთი, მწნილის წვენი ან ძმარი. მოურიეთ და მირებული მოასხით სალათს.

5.ამ სოუსის დამსახურებით ვინიგრეტი გამოდის ძალიან გემრიელი.