ყავისა და ტკბილეულის მოყვარულებო ეს ის დესერტია რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. ეს სუფლე მარტივად მზადდება არც დიდ დროს არ მოითხოვს.
ინგრედიენტები:
- 375 მლ მსუბუქი ნაღები
- 150 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
- 2 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა
- 5 დიდი კვერცხის გული
- 70 გ შაქარი
- 125 მლ ცხიმიანი ნაღები, ათქვეფილი
- შოკოლადიანი ყავის მარცვლები – თავზე მოსაყრელად
ულუფა: 6
მომზადება: 20 წუთი + 5 საათის გასაცივებლად
ცხობა: 30-35 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- ელექტროღუმელი გააცხელეთ 150 გრადუსზე, აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 2. ღრმა ტაფაში ჩააფინეთ სამზარეულოს ტილო და ზედ 125 მლ მოცულობის სუფლეს ექვსი ყალიბი მოათავსეთ.
- ქვაბში ჩაასხით ნაღები და ნელ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ გადმოდგით, დაუმატეთ შოკოლადი და ყავა; კარგად ათქვიფეთ.
- მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე, ათქვიფეთ გოგლიმოგლი.
- ნელ-ნელა ჩაასხით შოკოლადიან ნაღებში და ხის კოვზით ურიეთ.
- გაწურეთ საწურში და მოათავსეთ საშუალო ზომის ჯამში, ქაფი კოვზით მოხადეთ.
- შოკოლადის მოხარშული კრემი ყალიბებში გაანაწილეთ. ტაფაში ჩაასხით ადუღებული წყალი ისე, რომ ყალიბებს შუამდე მოადგეს. ტაფას ალუმნის ფოლგა გადააფარეთ.
- აცხვეთ 30-35 წუთი, ვიდრე მასა გამკვრივდება, მაგრამ შუაში ისევ რბილი დარჩება.
- გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილეთ 1 საათი, მაცივარში 4 საათი მაინც დატოვეთ. სუფრაზე მიტანისას თითოეულ ჯამს ათქვეფილი ნაღები მოასხით და შოკოლადიანი ყავის მარცვლები მოაყარეთ.