ყაბაყის ხემსი

ეს საზაფხულო ხემსი ნამდვილი აღმოჩენაა, განსაკუთრებით იმ მშობლებისთვის რომლებსაც შვილები კარტოფილი “ფრის” ხშირად მომზადებას თხოვენ. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით ყაბაყის ჩხირები ნამდვილად ჯანმრთელი ალტერნატივას წარმოადგენს და ის სწრაფი კვების კარტოფილს არც გემოთი ჩამოუვარდება. გაითვალისწინეთ: თუ კერძს ბავშვისთვის ამზადებთ, მაშინ წიწაკის რაოდენობა საგრძნობლად შეამცირეთ!

ინგრედიენტები

  • 0.5 კგ ყაბაყი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 100 გრამი საფანელი პანირებისთვის
  • 50 გრამი მაგარი ყველი
  • 60 გრამი ფქვილი
  • 1/4 ჩაის კოვზი ჩილის ფანტელი
  • 1,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1/4 ცაის კოვზი შავი პილპილი
  • 20 გრამი ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • 1 ჩაის კოვზი პროვანსული სუნელი

მომზადების წესი

1. ყაბაყი ჩხირებად დაჭერით. ღუმელი 220 გრადუსზე გააცხელეთ.

2. ყაბაყის ჩხირები ღრმა ჯამში მოათავსეთ, შემდეგ დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და შავი პილპილი. კარგად აურიეთ.

3. ამ ეტაპზე საფანელი მოამზადეთ. დაუმატეთ გახეხილი ყველი, წიწაკა ჩილი, ჩაის კოვზი მარილი, ხმელი ნიორი, პაპრიკა და პროვანსული სანელებლები. მასას ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე ურიეთ.

4. კვერცხი ათქვიფეთ ღრმა ჯამში

5. ყაბაყის ჩხირები ფქვილში ჩაყარეთ და ისე ურიეთ რომ ნარევში კარგად ამოევლოს.

6. ყავაბაყი ათვქეფილ კვერცხიან ჯამში მოათავსეთ, შემდეგ კი საფანელში ამოავლეთ ყველა მხრიდან.

7. მოამზადეთ ჟარუნა: დააფინეთ საცხობი პერგამენტი, შემდეგ კი ზეითუნის ზეთი მოუსვით.

8. ყაბაყის ჩხირებიჟარუნაზე მოათავსეთ და ღუმელში შედგით. 7 წუთის შმედეგ ჩხირები გადააბრუნეთ მეორე მხარეს და ისევ 7 წუთი აცხვეთ.

ყაბაყის ჩხირები პიკანტურ სოუსთან ერთად უნდა მიირთვათ. ის შეგიძიათ მაღაზიაში შეიძინოთ ან ტავად დაამზადოთ: ერთმანეთში აურიეთ სასურველი რაოდენობის არაჟანი, მწვანილი და სუნელები.