როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ხემსი დიეტური პროდუქტებისგან. წარმოუდგენლად მადისაღმძვრელი კერძი

1606

სალათი აისბერგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება დიეტურ კვებაში. იმიტომ, რომ ის ეფექტურია წონაში დაკლების მსურველებისთვის და დადებითად ზემოქმედებს ჯანმრთელობაზე. ეხმარება გულ-სისხლძაღრვთა სისტემის გამყარებაში, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და ამაღლებს იმუნიტეტს.

სალათ აისბერგს რბილი, მაცოცხლებელი გემო აქვს, მრავალი ქვეყნის მზარეულები აისბერგის ფურცლებს სხვადასხვა კერძებში იყენებენ. ჩვენც გირჩევთ, მიაქციოთ მას ყურადღება და სუპერ გემრიელი ხემსი მოამზადოთ. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს.

ინგრედიენტები

  • 200 გრ სალათი აისბერგი
  • 170 გრ მდნარი ყველი
  • 0,5 ჭიქა იოგურტი
  • 1 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი
  • 100 გრ პომიდორი ჩერი
  • 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • ბეკონი გემოვნებით
  • ნიორი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით სალათი აისბერგი 2,5 სანტიმეტრიან დისკებად, როგორც ფოტოზეა მოცემული. შედგით საყინულეში ნახევარი საათით, რათა ხრაშუნა გახდეს. შემდეგ მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

2. ცალკე თასში მოამზადეთ ყველის სოუსი. გახეხეთ მდნარი ყველი, დაუმატეთ უშაქრო იოგურტი, შავი პილპილი, ზეთი და ძმარი. კარგად მოურიეთ.

3. მოათავსეთ სალათის დისკები თეფშზე, დაასხით მიღებული სოუსის ნახევარი, დააწყვეთ დაჭრილი პომიდორი, ბეკონი, ნიორი და კვლავ მოასხით სოუსი. დაუმატეთ მარილი გემოვნებით.

უგემრიელესი სალათი მზადაა. გაყინვის შემდეგ აისბერგის ფოთლები წარმოუდგენლად ხრაშუნა ხდება, სოუსი კი საოცარ სინაზეს მატებს. სცადეთ!