გიყვართ ქათმის ხორცით მომზადებული ნაირ-ნაირი კერძები? მაშინ ეს ის რეცეპტია, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ თქვენს კულინარიულ დღიურში. მარტივი, სწრაფი და ამავდროულად ძალიან მადისაღმძვრელი. აი, მისი რეცეპტიც:
ინგრედიენტები:
- ქათმის ბარკალი – 6 ც
- კარტოფილი – 1 კგ
- არაჟანი – 250 გ
- მარილი, მშრალი მწვანილი, პილპილი – გემოვნებით
- ნიორი – 2 კბილი
- ყველი – 300 გ
მომზადების წესი:
- ქათმის ბარკლებს მოვაყაროთ მარილი, მშრალი წიწაკა, პილპილი, დავამატოთ ნიორი, დავასხათ არაჟანი და კარგად დავპრესოთ. გავაჩეროთ ასეთ მდგომარეობაში 30 წუთი.
2. კარტოფილი დავჭრათ პატარა წრეებად. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კარგად ამოვურიოთ. გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე.
3. ფორმაზე მოთავსებულ კარტოფილებს დავალაგოთ ზემოთ ხსენებული ქათმის ბარკლები არაჟნით. შეფუთეთ ფოლგის ქაღალდით. 180-200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში მოვათავსოთ 45 წუთით.
4. 45 წუთის შემდეგ გამოვიტანოთ ღუმელიდან, მოვხსნათ ფოლგის ქაღალდი. მოვახეხოთ ყველი და ისევ 20 წუთით შევდგათ ღუმელში შესაწვავად.
ასე მომზადებული ქათმის ბარკლები საოცრად გემრიელი გამოდის. გემრიელად მიირთვით!