ღუმელში გამომცხვარი უგემრიელესი სკუმბრია ყველით

1230
Three fish baked in foil. Mackerel

გერმანიაში ასე ამზადებენ მაკრელი, ამავე მეთოდით შეიძლება მომზადდეს კალმახი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვცადოთ მარტივი ხერხი და მოვამზადოთ სკუმბრია. ეს რეცეპტი ჩამოიტანეს ახალგაზრდა ძმებმა რომლებიც ცხოვრობენ გერმანიაში, ხოლო ჩვენი ვალია გაგიზიაროთ ეს რეცეპტი და ერთად მოვამზადოთ ეს საოცარი კერძი.

დაგვჩირდება, რამდენიმე საინტერესო ინგრედიენტი, რომელსაც ჩვენ დაბლა დავწერთ. ეს კერძი გადავასხვაფერეთ ჩვენი ინგრედიენტების მიხედვით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის დაკარგავს ტავის დამახასიათებელ გემოს და სტრუქტურას. ცკუმბრია გამომცხვარი ყველთან ერთად დაამშვენებს ნებისმიერ სუფრას და გააოცებს ნებისმიერი ქვეყნისდან ჩამოსულ სტუმარს. დროა შევუდგეთ მზადება!

სკუმბრია ყველით

ინგრედიენტები

  • 2 სკუმბრია
  • 100გრ ყველი
  • 100გრ სულგუნი
  • 4 ცალი ჯოხი ბექონდარა
  • 10 ცალი მწვანე ზეთისხილი
  • 10 ცალი შავი ზეთისხილი
  • 10 ცალი წითელი წიწაკა კუბები
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.სკუმრია თავდაპირველად უნდა დაამუშაოთ: მოაშორეთ თავი, გამოაცალეთ შიგნეულობა, მოაშორეთ ძვლები და გადმოაბრუნეთ. მოამზადეთ ფორმა და მასზე დააფინეთ პერგამენტი, აუცილებლად წაუსვით მცენარეული ზეთი, რათა თევზი არ დაიწვას.

2. გახეხეთ ყველი და დააბურთულეთ, მასზე მოათავსეთ სკუმბრია ქერქით დაბლა. შემდეგ ის უნდა დაამუშაოთ სანელებლებით. ამისათვის მას მოაყარეთ წიწაკა კუბები (შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი წიწაკა), მოაყარეთ ბექონდარა და მარილი.

3. ახლა ზემოდან დაალაგეთ ზეთისხილი, რომელიც წინასწარ უნდა გაწრათ შუაზე. მას ასევე დაუმატეთ სულგუნი: მოჭყლიტეთ ხელით ან სხვა რაიმე ხელსაწყოთი.

4.გაახურეთ ღუმელი და გამოსაცხობი ფირფიტა 30 წუთი, ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს 180 გრადუსს. თუ არ ხართ დარწმუნებული რომ სკუმბრია მზადაა თუ არა მაშინ გააჩერეთ ღუმელში ცოტახანს კიდევ, მაგრამ აკონტროლეთ მისი ცხობა აუცილებლად.

ამ კერძს აქვს საოცარი გემო და არომატი, რომელიც თქვენს სახლს პრესტიჟულ რესტორნად აქცევს. აუცილებლად მოამზადეთ თუნდაც ერთი ულუფა, რათა გასიჯოთ და შეაფასოთ ეს საოცარი კერძი. გემრიელად მიირთვიით!