ღუმელში გამომცხვარი მოივა

1148

ადამიანების უმეტესობა უარს ამბობს შემწვარ ცხიმიან საკვებზე. ზოგი სწორ კვებას მისდევს, ზოგს კი გასუქების ეშინია. ამიტომაც ჩვენ გთავაზობთ თევზის მომზადების ალტერნატიულ ხერხს.

ინგრედიენტები

  • 600გ მოივა
  • 100გ საფანელი
  • 50გ სიმინდის ფქვილი
  • ხახვი
  • მარილი
  • პაპრიკა
  • დაფქული შავი წიწაკა

მომზადება

1.ვიწყებთ თევზით. მოაშორეთ თავი და შიგნეულობა. გულდასმით გარეცხეთ თევზი და გააშრეთ.

2.თევზს მოაყარეთ მარილი, წიწაკა და პაპრიკა. დაჭერით ხახვი, მოაყარეთ მარილი, გამოწურეთ და დაუმატეთ თევზს. შეინახეთ მაცივაში მთელი ღამე.

3.საფანელს დაუმატეთ სიმინდის ფქვილი, წიწაკა, მარილი და პაპრიკა.

4.საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა დაგადაანაწილეთ თევზი. ფოლგას აუცილებლად უნდა ქონდეს გადაფარებული საცხობი ქაღალდი.

5.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20-25 წუთი.