ღუმელში გამომცხვარი ლობიოს კატლეტები

866

ინგრედიენტები

  • ლობიო 1 ჭიქა
  • ხახვი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • ჯანჯაფილი 0,25 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • კეჩუპი 2 სუფრის კოვზი
  • სახამებელი 1 სუფრის კოვზი

მომზადება

1.ლობიო დაალბეთ ცივ წყალში 5-6 საათი. მარილიან წყალში მოხარშეთ ლობიო.

2.გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ხახვი მრგვლად. მოთუშეთ ზეთში, შემდეგ დააბლენდერეთ.

3.ლობიოს დაუმატეთ კვერცხიდა დააბლენდერეთ.

4.ლობიოს მასას დაუმატეთ ბოსტნეული, მარილი, დაქუცმაცებული ჯანჯაფილი, წიწაკა, კეჩუპი და სახამებელი. კარგად მოურიეთ.

5.გამოაცხეთ კატლეტები 180 გრადუსზე 20წუთი.

გემრიელად მიირთვით!