კიტრის მარინადი ასეთი ხრაშუნა ჯერ არ გამომსვლია, თანაც ორიოდე დღეში. იმდენად მარტივია, პატარა ბავშვიც კი გაართმევს თავს

5742

დიდსა თუ პატარას, ყველას გვიყვარს კიტრის ხრაშუნა მარინადი, რომელიც ნამდვილი მისწრებაა ნაბახუსევის დროს. ის არაჩვეულებრივია შემწვარ ხორცთან, გამომცხვარ კარტოფილთან და თითქმის ნებისმიერ კერძთან კომბინაციაში. არსებობს კიტრის მარინადის მომზადების მრავალი რეცეპტი. თუ რომელ მათგანს გამოიყენებთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

როგორც მოგეხსენებათ, კიტრის დამარინადება არც ისე მცირე დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა არა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი დღევანდელი რეცეპტი მოგეპოვებათ. ერთი მარტივი ხრიკის წყალობით, თქვენ მინიმალურ დროში მიიღებთ საოცრად ხრაშუნა და გემრიელ კიტრის მარინადს, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს.

სულ რაღაც 5 წუთი მოსამზადებლად, ორიოდე დღე დამარინადებისთვის და თქვენს მაგიდაზე კიტრის ისეთი ხრაშუნა მარინადი იქნება, თითქოს მაღაზიაში შეგეძინოთ.

კიტრის ხრაშუნა მარინადი სწრაფად და მარტივად

როგორც უკვე გითხარით, არსებობს კიტრის მარინადის მომზადების არაერთი მეთოდი, თუმცა მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ის რეცეპტებია, რომლებიც მინიმალურ დროსა და ძლისხმევას მოითხოვს. რეკომენდებულია რეცეპტისთვის პატარა ზომის, ახალგაზრდა და მუქი კანის მქონე კიტრზე არჩევნის შეჩერება.

ინგრედიენტები:

  • 1 ლიტრი ძლიერგაზირებული მინერალური წყალი
  • 1 კგ ახალი კიტრი
  • 3 ს.კ. მარილი
  • 1 ძნა კამა
  • 1 თავი ნიორი

მომზადება:

1. კიტრი კარგად გარეცხეთ, მოაჭერით თავი და ბოლო.

2. კამა კარგად გარეცხეთ, ნიორი გაასუფთავეთ კანისგან და თითოეული კბილი დაჭერით სიგრძეზე.

3. იმ ჭურჭელის ფსკერზე, რომელშიც მარინადის მომზადებას აპირებთ, თანაბრად გაანაწილეთ კამის ნახევარი, ზემოდან კი განათავსეთ კიტრის ნაყოფები. დარჩენილი კამა და ნიორი მოათავსეთ კიტრზე ზემოდან.

4. მინერალურ წყალში გახსენით 3 სუფრის კოვზი მარილი და დაასხით ის კიტრს, ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში. სულ რამდენიმე დღე-ღამე იქნება საკმარისი კიტრის ძალიან გემრიელი და ხრაშუნა მარინადის მისაღებად.

5. გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ, ასე კიტრის მარინადის მომზადება იმდენად მარტივია, რომ ამ დავალებას პატარა ბავშვიც კი გაართმევს თავს. თავად ცადეთ და პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ, რადგან მინერალურ წყალში დამარინადებული კიტრი მართლაც ძალიან გემრიელი გამოდის. თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს!