ღორის ხორცი ნაღების სოუსში ტაფაზე

960

ამ კერძის მომზადება ელვის სისწრაფით არის შესაძლებელი. მე სულ, რაღაც 10 წუთს ვანდომებ.

მე ამ კერძისთვის გარნირად ხშირად მაკარონს ვამზადებ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეცვალოთ გარნირი.

ინგრედიენტები

  • ნაღები 200მლ
  • ღორის ხორცი 700გ
  • კარაქი 50გ
  • ხორბლის ფქვილი 1,5 სუფრის კოვზი
  • პომიდვრის პასტა 1 სუფრის კოვზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.დაჭერით ხორცი კუბიკებად. გააცხელეთ ტაფაზე კარაქი და მასში შეწვით ხორცი.

2.დაჭერით ხახვი და დაუმატეთ ტაფაზე არსებულ მასას. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.დაუმატეთ ფქვილი, პომიდვრის პასტა და წყალი საჭიროებისამებრ. მოურიეთ და მოთუშეთ.

გემრიელად მიირთვით!