ღორის ხორცისა და კრევეტის ნოყიერი წვნიანი ატრიით

1058

ეს საკმაოდ ნოყიერი წვნიანია, ამიტომ თავისუფლად შეიძლება სადილად სტუმრების დანაყრებას.

სამბალ ოლეკი – წიწაკის ცხარე საწებელი. ჩვენებური აჯიკის მსგავსი პროდუქტი.

ინგრედიენტები: 

  • 1 ს.კ. მიწის თხილის ზეთი
  • 2 ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 350 გ  დიდი კრევეტი – თავებით, ნიჟარებით
  • 1 ს.კ. სამბალ ოლეკი
  • 1.5 ლ (6 ჭ) ქათმის ბულიონი
  • 250 გ ღორის უცხიმო ფარში
  • 1 ჩ.კ. ტაილანდური თევზის საწებელი
  • 1 ჩ.კ. ყავისფერი შაქარი
  • 250 გ კვერცხის ახალი ან მშრალი ატრია
  • 100 გ (2 ჭ) ლობიოს ღივები
  • 50 გ (1 ჭ) ისპანახის ფოთლები

მომზადების წესი:

  1. ზეთი დიდ ქვაბში გააცხელეთ. მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 3/4 ნიორი.
  2. დაუმატეთ კრევეტის თავები, ნიჟარები, სამბალ ოლკი და კიდევ 2-3 წუთი შუშეთ. დაასხით ბულიონი და აადუღეთ. დაახურეთ და კიდევ 15 წთ ადუღეთ.
  3. ამასობაში, ჯამში კარგად შეურიეთ ფარში, თევზის საწებელი, შაქარი და დარჩენილი წვრილად დაჭრილი ნიორი. მიეცით ტრიუფელების ფორმა.
  4. დიდ ქვაბში წყალი აადუღეთ. მოხარშეთ ატრია ან პაკეტზე მითითებული წესით მოამზადეთ. გადაუწურეთ წყალი.
  5. ბულიონი წვრილ საწურზე გაწურეთ, ქვაბში დააბრუნეთ და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ. ხორცის ტრიუფელისებური ბურთები შიგ ჩაალაგეთ და მოხარშეთ. გადმოდგით ცეცხლიდან.
  6. ატრია ოთხ ფიალაში გაანაწილეთ. ლობიოს ღივები და ისპანახის ფოთლები დაადეთ, ჩამჩით დაასხით ბულიონი. ღორის ხორცის ბურთები და კრევეტებიც თანაბრად გაანაწილეთ. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.