ღორის ხორცის მოყვარული ოჯახი მაყავს, ამიტომ ძალიან ხშირად მიწევს განსხვავებულ კერძების მოფიქრება ამ ინგრედიენტით. ლუდში მომზადებული ღორის მკერდი იდეალურია სენდვიჩებისთვის და ვახშმისთვისაც.
კერძი გამოდის ძალიან ნაზი, რბილი – პირში ლღვობადი. ამ კერძს სადღესასწაულოდ ვამზადებ, რადგან ასეთ დროს მთელი ოჯახი ერთი მაგისის ირგვლივ ვიკრიბებით.
ინგრედიენტები
- ღორის მკერდი 750გ
- შაქარი 0,5 ჩაის კოვზი
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- წიწაკების მიქსი 1 ჩაის კოვზი
- პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
- სოიოს სოუსი 2 სუფრის კოვზი
- მუქი ლუდი 500მლ
მომზადება
1.ხორცი მოათავსეთ ცხელ ტაფაზე და თანაბრად შეწვით.
2.ლუდი, სოიოს სოუსი, შაქარი, მარილი და სანელებლები მოათასვეთ ჯამში, კარგად მოურიეთ.
3.მასა მოასხით ხორცს, დააფარეთ თავსაფარი და მოთუშეთ 40 წუთი.
4.გადაიტანეთ ტაფა ცეცხლიდან, დაელოდეთ გაგრილებას და მოათავსეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!