ღომის ინგრედიენტებია: სიმინდის ღერღილი და სიმინდის ფქვილი, რომელიც კერძს ხარშვის დროს ემატება. თუ სიმინდის ფქვილი არ გვაქვს, ის შეგვიძლია ბურღულით ჩავანაცვლოთ, 300 გ სიმინდის ფქვილის მაგივრად გამოვიყენოთ 150 გ მანანის ბურღული.
ინგრედიენტები:
- 1 კგ სიმინდის ღერღილი
- 300-350 გ სიმინდის ფქვილი
- წყალი – საჭიროების მიხედვით
- 300 გ დაფხვნილი იმერული ყველი
- 1 პატარა კონა დანაყილი პიტნა
- 500 გ ნედლი ან შებოლილი სულგუნი
მომზადების წესი:
- ღერღილი კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში.
- გავრეცხოთ ღერღილი ქვაბში ჩავყაროთ და იმდენი წყალი დავახათ, რომ კარგად დაიფაროს. წყლის ზედაპირზე მოქცეული ღერღილი მოვაცილოთ.
- ქვაბი ცეცხლზე დავდგათ და საშუალო ტემპერატურზე ვხარშოთ. ღომი დიდხანს უნდა იხარშოს. როცა ერთიანი, სქელი მასა გახდება, სიმინდის ფქვილი დავუმატოთ და ჩავზილოთ.
- ცეცხლს დავუწიოთ და ხარშვა გავაგრძელოთ. ღომის მოხარშვას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება.
- იმერული ყველი ავზილოთ პიტნაში, გავაკეთოთ გუნდები დავადოთ ღომს და ღომში ჩახარშულ სულუგუნთან ერთად მივირთვათ.