ღვიძლი სქელ ყველის სოუსში საფირმო რეცეპტით

1305

ღვიძლისგან დელიკატესის მომზადება ადვილია და ამისათვის არ არის საჭირო, შეფ მზარეული იყო. პროდუქტი თავისთავად ნაზია და მასთან მუშაობა ხორცზე გაცილებით მარტივია. “გასტრონომია” მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ ღვიძლი 20 წუთში ისე რომ გააოცოთ ისინიც კი, ვისაც სუბპროდუქტები არ უყვარს.

საიდუმლო კი ყველშია. გამოდგება ჩვეულებრივი მდნარი ყველი, რომელიც ნაზ კრემისებრ კონსისტენციას სძენს კერძს. სოუსი სრულფასოვანი რომ გამოვიდეს, დაუმატეთ ნატურალური იოგურტი. ჩვენ საქონლის ღვიძლი გამოვიყენეთ, თუმცა შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ საქონლის ღვიძლი
  • 3 ც მდნარი ყველი
  • 500 მლ იოგურტი
  • 25 გრ კამა
  • 200 მლ წყალი
  • 4 კბ ნიორი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. მოაცილეთ გარსი ღვიძლს და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად.

2. მოთუშეთ ზეთში ხახვი, დაუმატეთ ღვიძლი, მოამზადეთ შებრაწვამდე, დაასხით წყალი და მოთუშეთ რამდენიმე წუთი.

3. დაჭერით მდნარი ყველი და დაუმატეთ ღვიძლს იოგურტთან, დაჭრილ ნიორთან და მწვანილთან, მოთუშეთ 10 წუთი და დაუმატეთ მარილი. მიირთვით კერძი ცხლად.

ღვიძლის კერძების რეცეპტი უამრავია, მას როგორც წესი, ბურღულეულთან მიირთმევენ, მაგალითად, იტალიაში პოლენტასთან, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენს ღომს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!