დიასახლისების უმეტესობას არ უყვარს სუბპროდუქტების კერძების მომზადება დამუშავების ხანგრძლივი პერიოდის გამო. გარდა ამისა, ღვიძლის სპეციფიური გემოს ჩახშობა ცოტათი რთულია. რა თქმა უნდა, ხორცს ვერაფერი ჩაანაცვლებს, მაგრამ ხანდახან ღირს კვების რაციონის გამრავალფეროვნება.
ეს რეცეპტი გამოდგება მათთვის, ვინც ახალი რეცეპტების ძიებაშია. ღვიძლის ღვეზელი ნოყიერი და გემრიელი კერძია, თანაც მარტივად მზადდება. სუბპროდუქტები ღვეზელში ნაზი და რბილია, ლავაში კი კერძს ხრაშუნას და მადისაღმძვრელს ხდის.
ინგრედიენტები
- 4 ც ლავაში
- 1,5 კგ საქონლის ღვიძლი
- 2 ც ხახვი
- 2 ს.კ. არაჟანი
- 2 კვერცხი
- 50 გრ მაგარი ყველი
- 100 გრ კარაქი
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. მოაცილეთ გარსი და მოხარშეთ ღვიძლი, გამოუცვალეთ წყალი ადუღების შემდეგ 2-3-ჯერ. ბოლოჯერ დაუმატეთ მარილი და ხარშეთ 30-40 წთ.
2. დაჭერით ხახვი, მოთუშეთ ღრმა ტაფაში, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ღვიძლი და ოდნავ გააცხელეთ. ცალკე შეურიეთ კვერცხი, არაჟანი, გახეხილი ყველი და სუნელები.
3. მრგვალ საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოათავსეთ ლავაში, კვლავ წაუსვით კარაქი და დააფარეთ მეორე ლავაში.
4. მოათავსეთ ღვიძლი, მოასხით არაჟნისა და კვერცხის მასა. დააფარეთ კარაქწასმული ორი ლავაში, ჩაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას, კუთხეები მოაჭერით.
5. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულღუმელში 30-40 წუთით. გამოაცხვეთ შებრაწვამდე. მზა ღვეზელი ოდნავ გააცივეთ და დაჭერით ულუფებად. მიირთვით ბოსტნეულის სალათთან.
სუბპროდუქტების ნაკრები თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ გემოვნების მიხედვით: ღვიძლი და გული, ენა და კუჭები. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!