ღვიძლის საოცარი რულეტი მთელი ოჯახისთვის

1026
The concept of a healthy breakfast or snack. Meat liver pancakes stuffed with mushrooms and vegetables in a plate on rustic wooden table.

თუ თქვენ ძალიან გიყვართ ღვიძლი ხახვთან ერთად შემწვარი, მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად თქვენთვისაა. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ღვიძლის რულეტის რეცეპტს, რომელიც ნამდვილად მოიგებს თქვენს გულს.

ღვიძლის რულეტი

დღეს ჩვენ ამ კერძს ტაფაზე მოვამზადებთ. ამისათვის საჭიროა ღვიძლის ბლინების გამოცხობა და შიგთავსისი მომზადება. რულეტი გამდის დაუვიწყარი და შესაბამისად მაგიდიდანაც უმალვე ქრება.

ინგრედიენტები ბლინებისთვის

  • 500გ ქათმის ღვიძლი
  • 250მლ რძე
  • 150გ ფქვილი
  • 1 ხახვი
  • 3 კვერცხი
  • 35მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი წიწაკა

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 150გ ყველი
  • 1 შეკვრა კამა
  • 300გ მაიონეზი
  • 5 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.ხახვი გააუფთავეთ, ხოლო სტაფილო გახეხეთ წვრილად. მცენარეულ ზეთში შეწვით ხახვი, 1 წუთის შემდეგ ტაფაზე მოათავსეთ სტაფილო და შეწვით დამატებით 1 წუთი.

2.მოთუშულ ხახვს და სტაფილოს გემოვნებით მოაყარეთ მარილი და წიწაკა, გადმოიტანეთ ცეცხლიდან. ბოსტნეული მოათვსეთ ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

3.ღვიძლი გარეცხეთ ცივ წყალში და გაამშრალეთ ხელსახოცით. ხორცსაკეპში (ბლენდერი ) გამოატარეთ ხახვი და ღვიძლი.

4.დაქუცმაცებულ ღვიძლს დაუმატეთ ზეთი, კვერცხი და ფქვილი. შემდეგ მოაყარეთ მარილი, წიწაკა და კარგად მოურიეთ მიღებულ მასას.

5.ტაფას წაუსვით მცენარეული ზეთი და კარგად გააცხელეთ. შეწვით ბლინები და ეცადეთ, რომ გამოგივიდეთ მაქსიმალურად თხელი.

6.მაიონეზს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი. გახეხეთ ყველი, დაჭერით მწვანილი და შეაერთეთ ყველა ინგრედიენტი.

7.ბლინს წაუსვით მაიონეზის შიგთავსი და მოაყარეთ 2 სუფრის კოვზი შემწვარი ბოსტნეული.

8.დაახვიეთ რულეტისებურად. უგემრიელესი ღვიძლის რულეტიც მზად არის!

ასეთი აპეტიტური რულეტები შეგიძლიათ ნებისმიერი შიგთავსით მოამზადოთ მაგალითად: კვერცხით, მწვანილით, ყველით ან ომლეტითაც. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. გემრიელად მიირთვით!