დიასახლისები ხშირად ერიდებიან ღვიძლის შემცველი კერძების მომზადებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი ძალიან ჭირდება ჩვენს ორგანიზმს. დღეს ღვიძლის რულეტის მომზადებას გასწავლით. მისი პიკანტური ნაღების გულსართი ღვიძლის ნაზ მასას განუმეორებელს ხდის.
ღვიძლის რულეტი
ინგრედიენტები
- 1.2 კილოგრამი ძროხის ღვიძლი
- 200 გრამი რძე
- 2 ცალი ხახვი
- 2 დიდი თავი სტაფილო
- 150-200 გრამი კარაქი
- 1 ცალი წითელი წიწაკა
- 3 კბილი ნიორი
- დაფნის ფოთოლი
- მარილი, შავი პილპილი, დაფქული დაფნის ფოთოლი გემოვნებით
- 1 კონა კამა
- 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
მომზადების წესი
1. ღვიძლი საშუალო ზომის კუბებად დაჭერით და 30-40 წუთით რძეში ჩაალბეთ. ეს ღვიძლს სიმწარეს მოაშორებს. ამავდროულად დადგით წყალი ასადუღებლად.
2. დალბობის შემდეგ ღვიძლი მდუღარე წყალში მოათავსეთ, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, ხარშეთ 20 წუთი. ბოლოს კი მარილით შეაზავეთ.
3. წვრილად დაჭერით და მოთუშეთ ხახვი ცოტაოდენ ზეთში, შეაზავეთ მარილით და წიწაკით. მოხარშეთ სტაფილო.
4. მზა მოხარშული ღვიძლი 2 ხახვთან ერთად – ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ. თავიდან ფარში მშრალი იქნება მაგრამ, მეორე გატარების შემდეგ უფრო დარბილდება და სველი და ელასტიური გახდება.
5. სტაფილო ცალკე გაატარეთ ხორცის საკეპში და ფარშს შეურიეთ.
6. ფარში კოვზით დასრისეთ, დაუმატეთ მარილი, წიწაკა და დაფქული დაფნა გემოვნებით
7. მასა ნაზი და სველი უნდა გახდეს. თუ სურვილი გექნებათ 1 კოვზი მცენარეული ზეთი დაუტოვეთ
8. გულსართის მოსამზადებლად ოთახის ტემპერატურის კარაქი ჩანგლით დაჭყლიტეთ. დაუმატეთ წვრილ სახეხზე გახეხილი ან დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
9. ფარში ცელოფანზე მოათავსეთ და მართკუთხედის ფორმაზე კარგად მოასწორეთ.
10. ფარშზე გულსართი მოათავსეთ, დანით გაანაწილეთ. კარაქის ფენა მაქსიმალურად თხელი უნდა იყოს.
11. წითელი წიწაკა პატარა კუბებად დაჭერით და გულსართზე მოამზადეთ
12. ფრთხილად შეახვიეთ რულეტი.
13. მზა რულეტი კარგად შეახვიეთ ცელოვანში და მაცივარში 4 საათით შედგით
14. დაჭერით რულეტი პორციებად. აჯობებს ეს გაცხელებული დანით გააკეთოთ, ამგვარად რულეტი უფრო თანაბრად დაიჭრება
რულეტი მზად არის, გემრიელად მიირთვით!
სურვილისამებრ შეგიძლიათ რულეტის ინგრედიენტები შეცვალოთ. ზოგიერთი დიასახლისი კარაქს მოხარშულ, დასრესილ კვერცხის გულებს ან გახეხილ ყველს უმატებს. რულეტის გულსართზე დაჭრილი მოხარშული კვერცხის მოთავსებაც შეგიძლიათ.