ამ ღვეზელებისთვის ცომი საფუარის გარეშე მზადდება.
ცომეულში თქვენ სეხვდებთ საოცარ შიგთავსს.
ცომი უნივერსალურია, ნებისმიერი შიგთავსი უხდება.
შიგთავსი ძალიან კარგად ცხვება, ცომი თხელია.
ინგრედიენტები
ცომი
- ხორბლის ფქვილი 400გ
- კეფირი 250მლ
- კვერცხის გული 1 ცალი
- არაჟანი 2 სუფრის კოვზი
- მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- სოდა 1/2 ჩაის კოვზი
- მარილი 1 ჩაის კოვზი
შიგთავსი
- ხახვი 1 ცალი
- მოხარშული კვერცხი 2 ცალი
- კომბოსტო 300გ
- მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
- მარილი და წიწაკა გემოვენბით
შესაწვავად
- მცენარეული ზეთი
მომზადება
- ცომი მზადდება ძალიან სწრაფად, ამიტომაც თავდაპირველად მოვამზადოთ შიგთავსი.
- მოხარშეთ კვერცხი, გააგრილეთ და გაასუფთავეთ.
- სანამ კვერცხი იხარშება მოვამზადოთ ბოსტნეული.
- ხახვი დაჭერით წვრილ კუბიკებად.
- კომბოსტო დაჭერით წვრილად.
- გაახურეთ ტაფა და დაასხით მცენარეული ზეთი.
- შეწვით ხახვი ზეთში.
- დაუმატეთ კომბოსტო, დააფარეთ თავსაფარი და მოთუშეთ სანამ კომბოსტო არ გამოყოფს წვენს.
- მოხადეთ თავზე და დაელოდეთ სითხის აორთქლებას.
- შეწვით საშუალოზე ოდნავ მაღალ სიმძლავრეზე და პერიოდულად მოურიეთ.
- როცა კომბოსტო დარბილდება, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
- კიდევ 5-6 წუთი შეწვით. შემდეგ გადმოიტანეთ ჯამში და გააგრილეთ.
- მოვამზადოთ ცომი.
- ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
- ღრმა ჯამში ჩაასხით კეფირი და დაუმატეთ არაჟანი.
- დაუმატეთ სოდა და კარგად მოურიეთ.
- მორევის პროცესში დაუმატეთ მარილი, შაქარი, კვერცხის გული და მცენარეული ზეთი.
- გაცრილი ფქვილიც დაუმატეთ ,თავარ მასას ნელ-ნელა.
- კარგად დაამუშავეთ ცომი, მოათავსეთ მაგიდაზე და ხელით საგულდაგულოდ დაამუშავეთ.
- გადააფარეთ თავზე და დაელოდეთ 20 წუთი.
- მოხარშული კვერცხი დაჭერით წვრილ კუბიკებად.
- კვერცხი დაუმატეთ დარჩენილ კომბოსტოს და მოურიეთ. შიგთავსი მზად არის.
- ცომი გაყავით 4 ტოლ ნაწილად.
- თითოეულ ნაწილს მიეცით ძეხვის ფორმა და ისიც გაყავით ტოლ ნაწილებად.
- თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ.
- ცენტრში მოათვსეთ შიგთავსი და მიეცით ღვეზელის ფორმა.
- კარგად დააფიქსირეთ კუთხეები და ღვეზელი მოათავსეთ ნაკერით ქვემოთ.
- ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი.
- ზეთის დონემ აუცილებლად უნდა დაფაროს ღვეზელი ნახევრად.
- შეწვით საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან.
- მზა ღვეზელი გადნოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
გემრიელად მიირთვით!