სწრაფი საუზმე. ლავაშის მილები ხაჭოს შიგთავსით

941

საუზმე მკაცრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში, ეს მომზადების სიჩქარეა, რადგან დილით ყოველთვის გვეჩქარება. გარდა ამისა, საუზმე ნოყიერი უნდა იყოს, რომ სადილამდე გაძლოთ. ასევე გემრიელი, რომ დღე სიამოვნებით დაიწყოს. ბოლო დროს საუზმეს ლავაშით ხშირად ვამზადებ. ის ზემოჩამოთვლილ ყველა პირობას აკმაყოფილებს.

დაგვეთანხმეთ, დროთა განმავლობაში ყველაზე გემრიელი ტრადიციული სასაუზმო კერძებიც შეიძლება მოგვბეზრდეს. ნაზი შვრიის ფაფა ხილთან ერთად ან ომლეტი ყველით და მწვანილით კარგია, მაგრამ ზოგჯერ რაღაც განსხვავებული გვსურს. ლავაშის მილები ამ პრობლემას შესანიშნავად აგვარებს.

როგორ მოვამზადოთ სწრაფი საუზმე ლავაშით ტაფაზე

ლავაშის რულეტის მოსამზადებლად უმარტივესი ინგრედიენტები გჭირდებათ. შიგთავსით ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ. დაუმატეთ საყვარელი სანელებლები, დაჭრილი მწვანილი ან დაჭყლეტილი ნივრის კბილი. გემრიელი და ნოყიერი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 300 გ ლავაში
  • 200 გ ხაჭო
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • 200 გ ხმელი ყველი
  • 2 კვერცხი

მომზადების წესი:

1. თხელი ლავაში მართკუთხედებად დაჭერით. 6-8 ცალი გამოვა.

2. შიგთავსისთვის ხაჭო, 1 კვერცხი და გახეხილი ყველი აურიეთ.

3. ლავაშის თითოეულ მართკუთხედს შიგთავსი წაუსვით. მთელ ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ. ლავაში რულეტივით დაახვიეთ.

4. ტაფაზე მზესუმზირის ზეთი გააცხელეთ, ლავაშის რულეტები დააწყვეთ და დარჩენილი კვერცხი წაუსვით. ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

თუ ტაფაზე ლავაშის საუზმის იდეა არ მოგწონთ, მომზადების სხვა მეთოდი სცადეთ. მილები პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ. არანაირი ცხიმი!