ეს კერძი ჩემი ფავორიტია!
ეს კერძი შედგება 8 ფენისგან, თითოეული ხრაშუნა და გემრიელია.
საბოლოდ გამოდის ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი.
ინგრედიენტები
- სელდი 1 ცალი
- ჭარხალი 2 ცალი
- მწნილი კიტრი 2 ცალი
- სტაფილო 2 ცალი
- კვერცხი 4 ცალი
- მწვანე ხახვი
- შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით
- მაიონეზი 240გ
- კრეკერი 350გ
მომზადება
1.მოხარშეთ სტაფილო და ჭარხალი. გააგრილეთ და გაასუფთავეთ ბოსტნეული. სტაფილო და ჭარხალი გახეხეთ. კიტრი დაჭერით კუბიკებად.
2.თევზი დაჭერით წვრილ კუბიკებად. დააქუცამცეთ ხახვი. მოხარშეთ კვერცხი, გააგრილეთ და გაასუფთავეთ. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ორივე გახეხეთ ცალ ცალკე.
3.დაამარილეთ სტაფილო, დაუმატეთ კოვზი მაიონეზი. ჭახალიც მსგავსად შეაზავეთ. ბრტყლეთ თეფშზე, მაიონეზის წვრილი ფენით დახაზეთ ოთხკუთხედად.
4.მასზე მოათავსეთ კრეკერები. ისინიც დაფარეთ მაიონეზით. შემდეგი ფენა – ნახევარი თევზი, შემდეგ ნახევარი კიტრი და მწანე ხახვი.
5.შემდეგ თანაბრად გადაანაწილეთ ჭარხალი, მასზე მოათავსეთ კრეკერები. მოასხით მაიონეზი, მოათავსეთ დარჩენლი თევზი, კიტრი და ხახვი.
6.ხახვზე მოატავსეთ სტაფილო. ისევ კრეკერების ფენა, მოასხით მაიონეზი. მოაყარეთ ჯერ ცილა და შემდეგ გული.
გემრიელად მიირთვით!