ცილის მიღება ხორცპროდუქტის გარდა სხვა პროდუქტებისგანაც შეგიძლიათ. მცენარებიი დაგვეხმარებიან ამ ამოცანის ამოხსნაში. დღეს მე მინდა უგემრიელესი ლობიოს რეცეპტი გაგიზიაროთ. ნოყიერი, გემრიელი და საოცრად არომატულია.
რაც მთავარია არ დაინანოთ მწვანილი. ეს ინგრედიენტი ამ კერძისთვის უმნიშვნელოვანესია.
ინგრედიენტები
- 500გ წითელი ლობიო
- 4 საშუალო ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
- 1 ჩაის კოვზი კაკალი ქინძი
- მწარე წიწაკა
- 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
- ქინძი
- ოხრახუში
- მარილი
- მცენარეული ზეთი
მომზადება
1.წითელი ლობიო დაალბეთ წყალში მთელი ღამე. გადაასხით ძველი წყალი და აავსეთ ახლით. დადგით ცეცლზე და აადუღეთ. 1 საათი მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე.
2.ამასობაში დააქუცმაცეთ ხახვი. მოთუშეთ ზეთში. რადგან ხახვს ზეთში ვთუშავთ, ლობიოს აღარ სჭირდება ცალკე ზეთის დამატება.
3.მზა ლობიოსგან არ გადაასხათ მტელი წყალი. გადაინახეთ 200გ. დაჭყლიტეთ მესამედი ლობიო. დანარჩენი დატოვეთ ხელუხლებელი, ასე უფრო საინტერესოა. დაუმატეთ ხახვი.
4.დაჭერით წიწაკა, დაჭყლიტეთ ნიორი. დაუმატეთ ძმარი, უცხო სუნელი, ქინძი. დაუმატეთ ლობიოს 12გ მარილთან ერთად. მოაყარეთ მწვანილი.
როგორც ხელდავთ უგემრიელესი ლობიოს მომზადება სულაც არ არის რთული. ლობიო თვითონ ძალიან ნოყიერი კერძია, მაგრამ შეგიძლიათ დამატებით ბოსტნეულთან ერთად მიირთვათ.
გემრიელად მიირთვით!