ძალიან მიყვარს გარგრის “სამეფო” მურაბა. ნუშთან ერთად მომზადებული გარგარი ნამდვილად სამეფო ტკბილეულია. არ მეთანხმებით?
საქართველოში ასეთ მურაბას თითქმის ყველა დიასახლისი ამზადებს.
ინგრედიენტები
- 3კგ გარგარი
- 1,5-2კგ შაქარი
- 600მლ წყალი
- 250გ ნუში
- თესლის შიდა მხარე
მომზადება
1.გარეცხეთ გარგარი და მოაშორეთ კურკა.
2.მოხარშეთ სიროფი: ცალკე ჯამში აადუღეთ წყალი და გახსენით მასში შაქარი. ცხელი სიროფი დაასხით გარგარს და დატოვეთ 8 საათი, შემდეგ გადაასხით სიროფი.
3.სიროფი მოათავსეთ ცეცხლზე და აადუღეთ. ისევ დაასხით სიროფი გარგარს, დაასვენეთ 7-8 საათი. გაიმეორეთ პროცედურა 2 ჯერ.
4.მოხარშეთ სიროფი გარგართან ერთად. დაუმატეთ გასუფთავებული ნუში. შეგიძლიათ გარგრის კურკა მოხალოთ და ისიც დაუმატოთ.
5.ცხელი მურაბა ჩაასხით სტერილურ ქილებში და დააფარეთ თავსახური.
გემრიელად მიირთვით!