დღეს ძალიან მოდურია სადღესასწაულო სუფრების სხვადასხვა ხემსებით დამშვენება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ძვირფასი დელიკატესები, ზღვის პროდუქტები ან ყველი უნდა იყოს. მაგრამ ეს გახლავთ მითი: ჩვეული ინგრედიენტებისგანაც არის შესაძლებელი ძალიან გემრიელი და ორიგინალური ხემსების მომზადება. ერთ-ერთი ასეთია ქამა სოკოს მარინადი იტალიურად.
დღე ჩვენ შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა, ყველაფერი კი საუცხოო სუნელების წყალობით!
ინგრედიენტები
- 500 გრ ქამა სოკო
- 50 გრ ძმარი
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ც ხახვი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 2 ს.კ. ოხრახუში
- 1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
- 1 ს.კ. შაქარი
- 2 კბ ნიორი
- 1 ჩ.კ. იტალიური ბალახები
- 1 დაფნის ფოთოლი
მომზადება
1. დაჭერით ქამა სოკო, მოხარშეთ ოდნავ მარილიან წყალში 7 წუთის განმავლობაში.
2. დაჭერით ნიორი რგოლებად, ხახვი წვრილ კუბებად.
3. შეურიეთ მარილი, შაქარი, ძმარი. როცა შაქარი გაიხსნება, დაუმატეთ მარინადს ხახვი, ნიორი, დაჭრილი ოხრახუში, მდოგვი, სუნელები, დაფნის ფოთოლი. დატოვეთ 10 წუთით.
4. დაუმატეთ მარინადს ზეთი და ჯერ კიდევ ცხელი სოკო. მოურიეთ და დატოვეთ სრულ გაცივებამდე.
5. გადაიტანეთ შუშის ქილაში, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში მთელი ღამით. სოკოს გემრიელი მარინადი მზადაა!
შეგიძლიათ ასეთი მარინადი ცალკე მიირთვათ ან დაუმატოთ სალათებში. სოკო სუფრაზე ზედმეტი არასოდეს იქნება! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!