ქათმის ჩახოხბილი ქართული ტრადიციული კერძია. იმდენად ბევრი სანელებელი შეგიძლიათ ქათამს შეუხამოთ, რომ კერძი საინტერესო და ეშხიანი გამოგივიდეთ. გიზიარებთ ქათმის ჩახოხბილის ტრადიციულ რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- ქათამი 1 ცალი, ან წიწილა – 2 ცალი
- ერბო – 1/2 ჩაის ჭიქა
- პამიდორი – 500 გრამი
- ხახვი – 3-4 თავი
- სხვადასხვა მწვანილი – 1 კონა
- მარილი გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- დავჭრათ ერთი ქათამი ან ორი წიწილა.
- ჩავაწყოთ ქვაბში და შევდგათ ცეცხლზე.
- ცოტა რომ მოიშუშებ, დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და დავასხათ 1/2 ჩაის ჭიქა ერბო.
- 5-10 წუთის შემდეგ დავაყაროთ 500 გრამი გაფცქვნილი და დაჭყლეტილი მწიფე პამიდორი, მარილი, დავახუროთ ხუფი და ვხარშოთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.
- როდესაც დამზადდება, დავასხათ ღრმა თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მივიტანოთ სუფრაზე.
თუ ამ კერძს ზამთარში ვაკეთებთ, შეიძლება ტომატი ან ტომატ-პასტა ვიხმაროთ.