ქათმის ფეხების ლაბა

1001

აიღეთ ყველაზე დიდი ქვაბი – დღეს უგემრიელეს ლაბას მოვამზადებთ. ალბათ სათაური არცისე მადისაღმძვრელია, მაგრამ სწორედ ესაა საუკეთესო ბულიონის საიდუმლო.

ლაბას მტავარი ინგრედიენტი – ღორის ფეხებია. დავუმატოთ ქათამი და გავხადოთ ბულიონი განუმეორებელი.

ბულიონში ბოსტნეულზე მტავარი სანელებლებია.

მთავარია მოხარშვამდე ღორის ფეხები გაჭრათ და ჩაალბოთ ცივ წყალში 2 საათი. მოასხით ძმარი, ამ მეთოდის დახმარებით, ღორის ფეხებს არასასიამოვნო არომატი მოსცილდება. კანი აუცილებლად ამოიბერება, გავისება წყლით, დაჩხვლიტეთ დანით.

ინგრედიენტები

  • ღორის ფეხი 2 ცალი
  • ქათამი 1კგ
  • ხახვი 2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ოხრახუშის ძირი 1 ცალი
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • შავი წიწაკის მარცვალი 5 ცალი
  • ნიორი 4-5 კბილი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.მომზადებული ღორის ფეხები მოათავსეთ ქვაბში, მოასხით წყალი. მოხარშეთ 10-15 წუთი. პირველი ბულიონი გადაასხით.გარეცხეთ ქვაბში. დანით ღორის კანი ისევ გასუფთავეთ.

2.ისევ ჩაასხით ქვაბში წყალი, აადუღეთ, მოხარშეთ ბულიონი თავდახურულ მდგომარეობაში დაბალ ცეცხლზე 3 საათი. პერიოდულად მოხსენით ქაფი.

3.ქათმის ნაწილი მოათავსეთ ქვაბში და მოასხით ცივი წყალი. სტაფილო, მწვანილის ძირი გაასუფთავეთ, ხახვი დატოვეთ ქერქიანად.

4.დიდხნიანი ხარშვის შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები. ადუღების შემდეგ მოაშორეთ ქაფი და გააგრძელეთ ხარშვა 1,5 საათი დაბალ ცეცხლზ.

5.ხარშვის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მოაყარეთ მარილი და სანელებლები.

6.ბოსტნეული ამოიღეთ ქვაბიდან. ხორცი დააქუცმაცეთ, ბულიონი გამოწურეთ.

7.ხორცი მოატავსეთ ფორმებში, მოაყარეთ მარილი, ნიორი, მოასხით დარჩენილი ბულიონი.

გემრიელად მიირთვით!