ქათმის მწვადი : მომზადების ნიუანსები

824

გაზაფხულს სულმოუთმენლად ველოდებდი. ძალიან მიყვარს ბუნებაში პიკნიკზე წასვლა და დასვენება. პიკნიკი კი მწვადის გარეშე შეუძლებელია.

მე დღეს გასწავლით ქათმის იდეალური მწვადის მომზადებას. ქათმის ხორცი მოსამზადებლად არ არის ადვილი, გასათვალისწინებელია რაღაც ნიუანსები.

მოდით დავიწყოთ!

როგორმოვამზადოთ გემრიელი მწვადი

1.არ შეწვათ ცივი მწვადი! მომზადებამდე 1 საათით ადრე გამოიტანეთ მაცივრიდან. აუცილებლად შეანჯღრიეთ ხახვი, მწვანილი და მარინადის ნარჩენები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწვება.

2.ქათამი დაჭერით დაახლოებით ერთ ზომაზე, რათა ერთნაერად შეიწვას.

3.თუ ქათმის პარალერულად სხვა სახის ხორცსაც ამზადებთ, ისინი ერთ შამფურზე არ ააცვათ. თეთრი ხორცი სხვა სახის ხორცისგან განსხვავებით მალე მზადდება.

4.დაუმატეთ ბოსტნეული! ამით თქვენ გააუმჯობესებთ მწვადის გემოს და არომატს. გამოიყენეთ პომიდორი, წიწაკა, ხახვი, ყაბაყი და ბადრიჯანი.

5.ქათამი ბრწყინვალედ იწოვს სოუსებს. გამოიყენთ თაფლის ან ბარბექიუს – წაუსვით მწვადს შეწვამდე. ხორცი ზალიან წვნიანი და მადისაღმძვრელი გამოვა.

6.მწვადის გამოცდილმა მოყვარულებმა იციან, რომ უნდა დაელოდონ ნაკვერჩხილს კარგად გახურებას. ქათამი ნაკვერჩხლიდან მინიმუმ 20სმ უნდა იყოს დაშორებული.

7.ხშირად არ უცვალოთ გვერდი შამფურს. დაელოდეთ ერთი მხრის მომზადებას და შემდეგ დაატრიალეთ.

8.დანით შეამოწმეთ ხორცის მომზადების დონე.

გემრიელად მიირთვით!