ხაჭოს უმარტივესი დესერტი ტაფაზე

ხაჭოს ბლინები საკმაოდ გემრიელი და პოპულარული დესერტია,თუმცა მათ მომზადებას საკმაო დრო ჭირდება, შესაბამისად დროის არ მქონე დიასახლისები ხაჭოს დესერტის უფრო გამარტივებულ ვარიანტებს ამჯობინებენ. ერთ-ერთი ვარიანტი კი დღევანდელ სტატიაშია წარმოდგენილი.

ინგრედიენტები

  • 220 გრამი ხაჭო
  • 2 ცალი კვერცხი
  • ვაშლი
  • 100 გრამი ბრინჯის ფქვილი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილის შაქარი
  • გამაფხვიერებელი
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1. დაჭერით ვაშლი თხელ ნაჭრებად

2. მიქსერის მეშვეობით კვერცხი ქაფის გაჩენამდე თქვიფეთ, დაუმატეთ მარილი, შაქარი და ვანილი

3. კვერცხის მასის ჯამში ხაჭო ჩაამატეთ. დაჭყლიტეთ ჩანგლის მეშვეობით.

4. დაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. შეგიძლიათ ხორბლის ფქვილი გამოიყენოთ, თუმცა ამ რეცეპტს ბრინჯის ფქვილი უფრო უხდება!

5. ფქვილი კვერცხიან მასას ჩაუმატეთ, საგულდაგულოდ აურიეთ. უნდა მიიღთ სქელი ცომი.

6. ცომი კარაქ წასმულ ცხელ ტაფაზე გადაიტანეთ. მასზე დაჭრილი ვაშლები მოალაგეთ, ფრთხილად ჩაარჭეთ ისინი ცომში. ღვეზელი ძალიან დაბალ ცეცხზე აცხვეთ. 15 წუთი ერთი მხარე და 10 წუთი მეორე.

ყურადღებით იყავით – ტაფამ ღვეზელი არ უნდა მიიწვას თორემ მისი გადატრიალება გაგიჭირდებათ. იმისთვის, რომ ის გადატრიალებისას არ გაიხეს ტაფის სახურავი გამოიყენეთ. ფრთხილად გადააცურეთ ის თავსახურზე და შემდეგ ერთი მკვეთრი მოძრაობით დააბრუნეთ ტაფაზე.

როგორც ხედავთ ინგრედიენტები იგივეა რაც ხაჭოს ბლინებში თუმცა მას სამჯერ ნაკლები დროის და ენერგიის დახარჯვა ჭირდება. ყველაფერ აურიეთ, ტაფაზე მოათავსეთ და მორჩა – დესერტი მზად არის!