საღამოს დაამარილებ თევზს – მომდევნო დღეს კი უკვე მზადაა. სტუმრებმა ერთხმად აღიარეს, რომ ეს საუკეთესო რეცეპტია

1513

ნელმარილიანი წითელი თევზი სუფრის მშვენებაა. თავისთავად ის ისეთი გემრიელია, რომ სუნელების დამატებას არ საჭიროებს. ამასთან, არაყში დამარინადებული თევზის იგნორირებაც არ ღირს. რა რა და, თევზს ის არ გააფუჭებს, თუნდაც თევზი კეთილშობილი ორაგულის ჯიშის იყოს, მისი გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება.

სპირტი აკონსერვებს თევზს, მაგრამ არ არბილებს, პირიქით, ამკვრივებს და არ ცვივა. დამარილებულ თევზს ხშირად ემართება ასე, მაგრამ 20 მლ არაყი შეუნარჩუნებს თევზს ფორმას. არაყი და თევზი ერთმანეთისთვისაა შექმნილი: სპირტი აცილებს თევზის სუნს, მომზადების პროცესი კი ჩქარდება. თუ დღეს საღამოს დაამარილებთ, ხვალ სადილად უკვე მზად იქნება.ამაში „გასტრონომიას“ შესანიშნავი რეცეპტი დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები

  • 500 გრ კალმახი
  • 0,5 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 20 მლ არაყი

მომზადება

1. თევზი ფილეს სახით უნდა იყოს. თუ კუდის ნაწილი გაქვთ, გაჭერით შუაზე და მოაცილეთ კანი.

2. მოათავსეთ თევზი კონტეინერში, მოაყარეთ მარილი და შაქარი. გირჩევთ ცოტათი ხელით დაამუშავოთ, რათა სუნელები კარგად შეიზილოს.

3. დაასხით თევზს 40 გრადუსიანი არაყი, კარგად გადაანაწილეთ. თავიდან მკვეთრი სუნი იქნება, მაგრამ მომდევნო დღეს მისი კვალიც არ დარჩება.

4. დააფარეთ თავსახური კონტეინერს და შედგით მაცივარში მომდევნო დღემდე.

ჩვენ კალმახი გამოვიყენეთ, მაგრამ ორაგულიც გამოგადგებათ. თევზი უფრო მარილიანი რომ გამოვიდეს, დატოვეთ მაცივარში 24 საათის განმავლობაში ან უფრო მეტი მარილი დაუმატეთ. შაქრის დამატება აუცილებელია, იგი გემოს ბალანსს შეინარჩუნებს და გააძლიერებს.