ქათმის მკერდი რძეში – დიეტური კერძი, რომელსაც მთელი ოჯახი დააფასებს

2093
ქათმის მკერდი რძეში - დიეტური კერძი, რომელსაც მთელი ოჯახი დააფასებს
ქათმის მკერდი რძეში - დიეტური კერძი, რომელსაც მთელი ოჯახი დააფასებს

ქათმის მკერდი რძეში ხარშვის გარეშე. ფილეს მომზადების ასეთ მეთოდზე რომელიღაც სატელევიზიო გადაცემაში მოვისმინე, სადაც ჯანსაღ კვებაზე საუბრობდნენ. გასაოცრად ნაზი, წვნიანი, ძალიან გემრიელი და ამავდროულად დიეტური კერძი გამოდის, რომელსაც მთელი ოჯახი დააფასებს.

თავიდან რძის და ქათმის ფილეს კომბინაცია გაოცებას იწვევს, მაგრამ სინამდვილეში ეს პროდუქტები ერთმანეთს კარგად ეწყობა. საიდუმლო მარტივია: ჩვენ ქათამს სანელებლებში არ ვხარშავთ, არამედ ადუღებულ ცხელ რძეში ვდებთ და თბილ გადასაფარებელში ვფუთავთ.

ქათმის მკერდი რძეში

ინგრედიენტები:

  • 1 ლ რძე
  • 0,5 კგ ქათმის ფილე
  • 1 ჩ/კ ტკბილი წითელი წიწაკა
  • 1 ჩ/კ კურკუმა
  • 1 ჩ/კ სანელებლების ნარევი
  • 1 ჩ/კ კარი
  • 1 ჩ/კ შავი დაფქული წიწაკა
  • 0,5 ს/კ მარილი

მომზადება:

1.ყველა სანელებელი თეფშზე ერთმანეთს აურიეთ.

2.ქათმის ფილეს ყველა მხრიდან ეს სანელებლები კარგად წაუსვით.

3.ქათმის ფილეს საკვები ცელოფანი გადააფარეთ და დაახლოებით 1 საათით დატოვეთ, რომ სანელებლებით კარგად გაიჟღენთოს.

4.რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, ცეცხლიდან გადმოდგით, მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

5.ქათმის მკერდი ძალიან ცხელ რძეში ისე ჩადეთ, რომ ქათმის მკერდი მთლიანად რძით დაიფაროს.

6.ახლა ქვაბი კვლავ ცეცხლზე დადგით. საშუალოზე დაბალ ცეცხლზე ქათამი მაქსიმუმ 1 წუთით დატოვეთ.

7.ქვაბი გაზიდან გადმოდგით და თბილ გადასაფარებელში შეფუთეთ.

8.რძეში ბოლომდე გასაჟღენთად 2 საათი ან უფრო დიდხანს დატოვეთ, სანამ რძე ბოლომდე არ გაგრილდება.

9.მას შემდეგ რაც დელიკატესს რძიდან ამოიღებთ, საწურზე დადეთ, რომ ზედმეტი სითხე დაიწყოს და დაჭერით სუფრაზე გასატანად.

10.ქათმის ფილე რძეში მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ქათმის მკერდი რძით გაიჟღენთება და ძალიან რბილი გახდება. არანაირი დამწვარი კანი, არანაირი სიმშრალე. ძეხვის შესანიშნავი ალტერნატივა.

შეგიძლიათ თბილი მიირთვათ ნებისმიერ გარნირთან და ბოსტნეულთან ერთად. რძე, რომელშიც ქათამი გქონდათ ჩადებული, შეგიძლიათ თეთრი სოუსის მოსამზადებლად გამოიყენოთ ან მასში კომბოსტოს ხვეულები გამოაცხოთ.

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!