ქათმის მკერდის მომზადების ეს რეცეპტი მეგობრისგან ვისწავლე. ასეთი გემრიელი არაფერი გამისინჯავს

3611

კერძების მომზადება ფოლგაში – ძალიან მარტივი და მოსახერხებელი პრაქტიკა, რომელიც სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ხერხით მომზადებული ბოსტნეული, თევზი, ხორცი ან სულაც ხილი საუცხოო არომატითა და გაჯერებული გემოთი გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, მინდა დღევანდელ სტატიაში გაგიზიაროთ დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ მოვამზადოთ ქათმის მკერდი ფოლგაში ისე, რომ მისი დაგემოვნებისას ყველა მეგობარი აღტაცებული დარჩეს.

ქათმის ხორცი ზომიერად წვნიანი რომ დარჩეს, ამაზე სწორედ ფოლგა იზრუნებს, ხოლო სანელებლები და ნიორი კერძს პიკანტურ გემოსა და საოცარ არომატს მიანიჭებს. ფოლგაში მომზადებული ქათმის მკერდი ძალიან არომატული და რბილი გამოდის, ხოლო გემო კიდევ უფრო მკვეთრი და გაჯერებულია, ვიდრე მისი ტაფაზე ან ღუმელში მომზადებისას.

ქათმის მკერდი ფოლგაში

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ქათმის ფილე
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ხმელი-სუნელი და დაფქული წიწაკა (პაპრიკა) გემოვნებით
  • ფორთოხლის გახეხილი ცედრა (სურვილისამებრ)

მომზადება:

1. დაამარილეთ ქათმის მკერდი და კარგად დაამუშავეთ ის საყვარელი სანელებლებით.

2. დაასხით მკერდს მოცემული რაოდენობით ზეითუნის ზეთი და ხელით კარგად დაამუშავეთ მისი ზედაპირი, რათა სანელებლები და ზეთი მთელ ზედაპირზე თანაბრად განაწილდეს.

3. დააქუცმაცეთ ნიორი და თანაბრად გაანაწილეთ ის ქათმის ფილეზე.

4. თეფზე მოთავსებულ დამუშავებულ ფილეს ზემოდან კიდევ ერთი თეფში დაადეთ და დატოვეთ მაცივარში 1 საათით, რათა სანელებლების გემო და არომატი უკეთ გაჯდეს მასში.

5. პარალელურად მოიმარჯვეთ ფოლგა უგემრიელესი კერძის გამოსაცხოვად, ხოლო ღუმელი წინანსწარ აუცილებლად გააცხელეთ 200 გრადუსამდე.

6. სანელებლებით გამჯდარი ქათმის მკერდი გაახვიეთ ფოლგაში ისე, რომ მისი გამოცხობისას სითხე არ გადმოიღვაროს.

7. მოათავსეთ ფოლგაში გახვეული ფილე 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30-35 წუთით.

8. მას შემდეგ, რაც ფილეს ღუმელიდან გამოიღებთ, ფრთხილად გახსენით ფოლგა და კარგად დააკვირდით საკუთარი ხელით მომზადებულ ნამდვილ ღირსშესანიშნაობას! თუ ქათმის ხორცში ყველაზე მეტად მისი დაბრაწული ქერქი გიზიდავთ, გახსნილ მდგომარეობაში შეგიძლიათ კვლავ დააბრუნოთ ის ღუმელში 10 წუთით.

არომატის გაუმჯობესების მიზნით, შეგიძლიათ მომზადებულ კერძში მცირეოდენი ფორთოხლის ცედრის დამატებაც (დაახლოებით 5 გრამი), თუმცა მიზანშეწონილია მისი არა უშუალოდ ფილეზე, არამედ იმ წვენში ჩამატება, რომელიც ცხობის დროს გამოიყოფა და ფოლგაში რჩება.

პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაზე მოსახერხებელი და პრაქტიკული გზაა ქათმის ფილეს გამოსაცხობად, თუ გსურთ მისი არომატი გაჯერებული და განუმეორებელი იყოს. აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ბედნიერებას!