ქათამო უნივერსალური პროდუქტია. დიეტაზე ყოფნისას ფილესგან მომზადებული კერძები სწორედ ის არის, რაც სჭირდება ჩვენს ორგანიზმს.
აუცილებლად ჩაანაცვლეთ საქონლის და ღორის ხორცი ქათმით!
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე 0,5კგ
- ყვავილოვანი კომბოსტო 0,5კგ
- ხახვი 1 ცალი
- კვერცხი 1 ცალი
- მზესუმზრისი ზეთი 30მლ
- შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება
- დაჭერით ქათმის ფილე, კომბოსტო და ხახვი.
- ეს პროდუქტები გაატარეთ ხორცსაკეპში. ფარშს დაუმატეთ კვერცხი, მარილი, წიწაკა და მოურიეთ.
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი.
- დაისველეთ ხელი ცივი წყლით. ფარშს მიეცით კატლეტების ფორმა და მოათავსეთ ფორმაზე.
- გამოაცხეთ 20-30 წუთი 220 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!