რატომ უნდა ჩადოთ მარწყვი კვერცხის მუყაოს ფორმაში

848

ბევრი ახალგაზრდა დიასახლისი მაცივარში შეხედვისას ხშირად სამწუხარო სანახაობას აწყდება: პროდუქტები, რომლებიც ფუჭდება ან უკვე გაფუჭებულია. უსიამოვნება თავიდან რომ აიცილოთ და ხილ-ბოსტნეული დროზე ადრე არ გადაყაროთ, ჩვენი მარტივი რჩევები გაითვალისწინეთ!

პროდუქტების შენახვა მაცივარში

1. ბულგარული წიწაკა

გამოცდილმა მზარეულებმა იციან, რომ წიწაკას განსაკუთრებული შენახვის მეთოდი სჭირდება. თითოეული ბოსტნეული ცალ-ცალკე ქაღალდის სალფეთქში გაახვიეთ.

2. მარწყვი

მაცივარში მარწყვის შენახვა ბულგარული წიწაკის შენახვისგან დიდად არ განსხვავდება. ბუნებრივია, თითოეულ კენკრას ქაღალდში გახვევა არ სჭირდება. საკმარისია, რამდენიმე სალფეთქი მარწყვით სავსე ჭურჭლის ძირში ჩააფინოთ.

თუ მარწყვიდან გემრიელი დესერტის მომზადებას აპირებთ, კენკრა კვერცხის მუყაოს ფორმაში ჩადეთ. ამ ხრიკით კენკრას იდეალურ გარეგნობას შეუნარჩუნებთ.

3. ბადრიჯანი

ეს ბოსტნეული ტემპერატურის ცვლილების და სინათლის მიმართ მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ, მაცივარში ერთ რიგად უნდა შეინახოთ და ქსოვილი დააფაროთ. გახსოვდეთ, რომ ბადრიჯანი მაქსიმუმ 1 თვე ინახება, შემდეგ ტენს სწრაფად კარგავს და ჭკნება.

4. კიტრი

ბოსტნეულის განყოფილებაში კიტრს 3-4 დღე უპრობლემოდ შეინახავთ. შენახვის ვადა 10 დღემდე რომ გაზარდოთ, საკმარისია კიტრი პოლიეთილენის პაკეტში (პაკეტი არ დახუროთ) მოათავსოთ და სველი მარლა დააფაროთ. იმის მიუხედავად, თუ როგორ ინახავთ ბოსტნეულს, ხშირად შეამოწმეთ და გაფუჭებული ნაყოფი ყოველ 3 დღეში მოაშორეთ.

5. პომიდორი

პომიდორი ბოსტნეულის განყოფილებაში უნდა შეინახოთ. კალმებიანად მოათავსეთ და ზემოდან თითოეულ ფენას ქაღალდი დააფარეთ. ასე შენახვის ვადას 10 დღემდე გაზრდით.

6. სტაფილო

სტაფილოს 14 დღემდე ვადის გახანგრძლივებას წყლით შეძლებთ. ამისთვის სუფთა კონტეინერი სითხით აავსეთ და მასში გარეცხილი სტაფილო ჩადეთ. შემდეგ აუცილებლობის მიხედვით გამოიყენეთ.

7. ბოლოკი

ბოლოკის ვადის გახანგრძლივება 7 დღემდე შეიძლება. ამისთვის მოამზადეთ სუფთა მინის ქილა პოლიეთილენის თავსახურით და ცოტა წყლით. თავდაპირველად მინის ქილაში 2 ს/კ წყალი ჩაასხით, შემდეგ ბოსტნეული დაუმატეთ და ჭურჭელს თავსახური დაახურეთ.

8. ავოკადო

თუ დაუმწიფებელი ავოკადო შეიძინეთ, ქაღალდის პაკეტში მოათავსეთ და რამდენიმე დღე ოთახის ტემპერატურაზე დამწიფება აცადეთ. როცა ნაყოფი დამწიფდება, პაკეტში თამამად მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ.

9. სატაცური

ახალი სატაცური შეძენისას ჯერ წყლით სავსე ჭიქაში მოათავსეთ, შემდეგ მაცივარში. ასე შენახვის ვადას მინიმუმ 2-ჯერ გაზრდით.

10. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო

ეს ბოსტნეულები ტენზე უბრალოდ გიჟდებიან. შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ახალი თანაყვავილედი წყალში მოათავსეთ და თითოეულს სველი პირსახოცი დააფარეთ. რეგულარულად სითხის შეცვლა არ დაგავიწყდეთ.

11. ნიახური

მაცივარში შესანახად ბოსტნეული საკვებ ფოლგაში გაახვიეთ.

თქვენ რა ხრიკებს იყენებთ პროდუქტების შესანახად? თქვენი გამოცდილება აუცილებლად გაგვიზიარეთ!