საფუარიან ცომთან მუშაობა ძალიან დიდი სიამოვნებას მანიჭებს. ეს ფუნთუშები შეგიძლიათ გამოაცხოთ ან შეწვათ.
ინგრედიენტები
- მშრალი საფუარი 10გ
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- რძე 250მლ
- მარილი 1,5 ჩაის კოვზი
- კვერცხი 2 ცალი
- არაჟანი 100გ
- მზესუმზირის ზეთი 80მლ
- ხორბლის ფქვილი 600გ
- სტაფილო 1 ცალი
- ხახვი 2 ცალი
- ქათმის ღვიძლი 500გ
- შავი წიწაკა გემოვნებით
- კაკალი ქინძი
მომზადება
1.საფუარს დაუმატეთ შაქარი და 1 სუფრის კოვზი ფქვილი. ჩაასხით 4 სუფრის კოვზი თბილი რძე და მოურიეთ. დააფარეთ თავსაფარი და დატოვეთ თბილ ადგილას 10-15 წუთი. ისევ მოურიეთ.
2.ცალკე ჯამშ მოათავსეთ 1 კვერცხი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 50მლ ზეთი და ოთახის ტემპერატურის არაჟანი. დაუმატეთ საფუარიანი მასა და რძე. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი.
3.მოზილეთ ცომი ჯამში, შემდეგ გადაიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე. ცომი უნდა იყოს რბილი და წებოვანი. ჯამს წაუსვით ზეთი და ცომი მოათავსეთ ამოსაფუებლად 40-60 წუთი.
4.დაჭერით ხახვი კუბიკებად, სტაფილო გახეხეთ. გაასუფთავეთ ღვიძლი, დაჭერით საშუალო ნაჭრებად. შეწვთ ბოსტნეული 3 სუფრის კოვზ ზეთზე, დაუმატეთ ღვიძლი და შეწვით 2-3 წუთი, მოაყარეთ მარილი, დააფარეთ თავსაფარი და მოთუშეთ 7-8 წუთი. დააქუცმაცეთ შიგთავსი ბლენდერით და გააგრილეთ.
5.ჩაზილეთ ამოსული ცომი. მოამზადეთ ბურთულები და გააბრტყელეთ.
6.მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი შიგტავსი, დააფიქსირეთ კუთხეები. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე 10-15 წუთი.
7.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!